kids.ge logo

ციდან ღრუბელი გამოიპარა

ფავორიტებში დამატება

ეს ღრუბელი-ხეტილა
ციდან დედას გაპარა,
განა შედგა ცისკიდურზე,
განა მთის წვერს გაკარა,
განა ქუდად დახურა,
განა ყელზე მოეხვია,
ძირს ჩამოდის, მოფრილებს,
აქ ვის უნდა მოეწვია?
მოჰქრის, მოჰქრის, მოიჩქარის,
მოფრილებს,
მოფრთხილებს,
ნიავმაც კი ფრთა მოკეცა,
ტყისპირებთან მობზრილემ:
ჩიტუნებმაც მოჰკრეს თვალი,
დევნენ ხეტილას:
-სხვა ღრუბლებიც აქ არიან?
-მხოლოდ მე ვარ,
მეტი არა!
ძირს ჩამოწვა, გაფანტა,
ნისლად გაშალა ტყეში,
ხევხუვები ამოავსო,
შეჭყიტა ყველა ღრეში...
დასეირნობს ხავერდით და
აბრეშუმის მოსასხამით,
დადის ნისლი ძრომილა,
დაისვენებს განა წამით.
ჩვენი ტყე კი უცებ იღებს
გასაცარ, ზღაპრულ იერს,
თურმე სწორედ ეგ უნდოდა.
ხეტილა ღრუბელს ძლიერ.
დილით ციდან გაიპარა,
მერე ესეც არ იკმარა,
ძირს ჩამოწვა, დაშალა,
ტყეში ნისლად გაშალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026