kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერგი ვარ, ვწევარ მიწაზე
და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები.
თუ დამრგეს, თუ გავიზარდე
და თუ გავშალე ტოტები,

ხელს ვერაფერი შემიშლის,
ფოთლებს ჩავიცვამ სამოსად,
ვინმე დაჯდება ჩემს ჩრდილში,
დაისვენებს და დამლოცავს.

მერე კი შვებას არ მომცემს
ანვრის გულისნადები,
ყინვა მომახევს სამოსელს,
მოთოვს და ავკანკალდები.

მერე ფიქრს დარდი დამიწვავს,
ეს ცაც შეკრთება, ეს მთებიც,
რადგან მომჭრიან და მიწას
კივილით დავეხეთქები.

საქმეს იზამენ სარფიანს,
ჩემით ნახავენ სარგებელს,
მერე ან ფიცრად გამთლიან,
ან ცეცხლში შემიძახებენ.

ერთხანს კი, ვიდრე ვიცოცხლებ,
მეც ბედნირი ვიქნები,
თუ ჩემს ტოტებში ბუდეებს
გაკეთებენ ჩიტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026