kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერგი ვარ, ვწევარ მიწაზე
და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები.
თუ დამრგეს, თუ გავიზარდე
და თუ გავშალე ტოტები,

ხელს ვერაფერი შემიშლის,
ფოთლებს ჩავიცვამ სამოსად,
ვინმე დაჯდება ჩემს ჩრდილში,
დაისვენებს და დამლოცავს.

მერე კი შვებას არ მომცემს
ანვრის გულისნადები,
ყინვა მომახევს სამოსელს,
მოთოვს და ავკანკალდები.

მერე ფიქრს დარდი დამიწვავს,
ეს ცაც შეკრთება, ეს მთებიც,
რადგან მომჭრიან და მიწას
კივილით დავეხეთქები.

საქმეს იზამენ სარფიანს,
ჩემით ნახავენ სარგებელს,
მერე ან ფიცრად გამთლიან,
ან ცეცხლში შემიძახებენ.

ერთხანს კი, ვიდრე ვიცოცხლებ,
მეც ბედნირი ვიქნები,
თუ ჩემს ტოტებში ბუდეებს
გაკეთებენ ჩიტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026