kids.ge logo

შავი და თეთრი კატა

ფავორიტებში დამატება

ბექობზე ერთად ისხდნენ
შავი და თეთრი კატა
და უყვებოდნენ ერთურთს,
რომელს თავს რა გადახდა.
შავმა თქვა: მოვირე,
აღმოსავლეთის მხარე,
ვისაც ვესტუმრე , ყველა
პატრონი გავახარე.
მუსრი გავავლე მღრნელებს,
გამოვიჩინე თავი.
როგორ მომნათლეს იცი?
„კატების მეფე-შავი“.
გაიჯგიმა და ცერად
თეთრ კატას გადმოხედა:
- შენ საით იყავ, მითხარ,
რა გაკეთე ნეტა?
- მეც იქით ვიყავ ძმაო,
ღონდ, ვსტუმრობდი მინდვრებს,
არ ვაკარებდი ხორბალს
თაგუნებსა და ჩიტებს.
მუშებს ვუყვარდი ძლიერ,
მანებივრებდნენ ნუგბრით,
მათთან გასტუმრებ, იქით
ერთად წავედით თუკი.
მთვარე უსმენდა კატებს
და უხაროდა მნათობს,
კარგია, როცა თოვს და
მოგონებები გათბობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *თუ გინდა კარგად ისწავლო , წარმატებული იყო, წიგნი არ უნდა გაუშვა დღე-ღამ ხელიდან ნიკო და ყველა ახსნას გულდ...ციცრებიმე და გივის დედიკომ მოგვიყვანა ციცრები, გასაოცრად ლამაზნი, ჭრელები და მშვიდები. თანაც გამბედავები, არაფერ...მეყო გართობაერთად წავალთ სკოლაში მე და ჩემი დაიკო, თუმც ის ხუთი წლისაა, მერე რაა, რა იყო? რაღაც უნდა გაგანდოთ... თქვე...თინა, მურა და ფისო ზამთარია. სიხარულით თოვლში დარბის ცელქი თინა, მურაც მასთან კოტრიალობს, განა თოვლმა შეაშინა? ააგორეს გუნდა...რად დაარქვით ნაცარა?ბაჭია ჰყავს გიორგის, სახელია - ნაცარა, თუმცა ერთი ციცქნაა, სალათისგან გაგვცალა. პურსაც კარგად მიირთმევს, ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შავი და თეთრი კატა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026