kids.ge logo

წიგნით ფრენა

ფავორიტებში დამატება

დამესიზმრა, თითქოს წიგნი
გადამექცა ფრთებად,
თითო გვერდი იშლებოდა
საჰარო გზებად.

დავფრინავდი, როგორც ჩიტი,
თავისუფლად, ლაღად,
წამში თვალწინ მეცვლებოდა
გზა ზღვად, ზღვა კი ბაღად.

გამეღვიძა, მივიჩნი
თავი ზღაპრის გმირად,
და ვინატრე წიგნით ფრენა
დამესიზმროს ხშირად.

მივხვდი, კითხვაც მაგრძნობინებს,
დავფრინავდე ვითომ,
სიზმარს არ დაველოდები,
წავიკითხავ თვითონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მეფეაი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე მეფობა. ვიცი, ჩემი სიმამაცე ამისათვის მეყოფა. მომინატეთ გვირგვინი და აბრე...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...აი სკოლა დაიწყოაი სკოლა დაიწყო და მეც მოსწავლე მქვია, ჯერ ამდენი მეგობარი არსად გამიცნია. მომეწონა კლასელებთან სეირნობა,...ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026