kids.ge logo

ყოყოჩა მამალი

ფავორიტებში დამატება

იკვეხნიდა მამლაყინწა:
-მე ვაღვიძებ ცას და მიწას,
მე ვათენებ, იცით, ღამეს,
მაგრამ ახლა იმას ვცდილობ,
ცამ და მიწამ, მთამ და ბარმა
ჩემს ყივილზე დაძინოს!

ტრაბახობდა მამლაყინწა,
საღამომდე იყო ყინჩად,
მაგრამ როცა ბინდი დადგა,
ყოყოჩობა სადღაც გაქრა.
ჰოდა, თავი მამლაყინწას
რომ ეგონა მართლა გმირი,
დაყივლებაც ვერ მოასწრო,
ჩაძინა ქათამივით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამაყი კუარ ადარდებს კუს, კუსას, ვინ რას იტყვის ზურგს უკან; ვინ დასცინის, ვის აფრთხობს მისი კაბა-ბაკანი, ის ხომ დი...ლამაზი ყულაბა– ამ ლამაზი ყულაბის რა სჯობია ყურებას? სქელ მუცელზე ბავშვები ხელებს უპარტყუნებენ: – მისი დაფშვნა ფულისთვი...ბებოს გოგობებოს გოგო ბზრიალებს, ფარჩის კაბა ფრიალებს. ბებოს სახლიც ტრიალებს, დადის ბანცალ-ბანცალით, კედლებს თავბრუ ...ინდაური ფხორაინდაური ფხორა, მიწას ფრთებით ფხორავს, ცეკვავს გამეტებით _ააყენა მტვერი! მარჯვედ უვლის დავლურს, _დახეთ, ამ...ძაღლის გასაჭირიპანდემიით დაღლილი ეზოს ძაღლი დარდობს: _უსწავლელი მრჩებიან შავყურა და მარდო. ეს ონლაინ სწავლება არის მართლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026