kids.ge logo

სექტემბერი რას მღერის

ფავორიტებში დამატება
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზირევი
ცოდნის ოქრო ზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
სე წკრიალ-წკრიალით,
სე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდნენ ფრილით
ფრთაშესხმული ფრიდი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნია დრუნჩადათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინ...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ღრუბელიმოწყენილია ღრუბელი, ატირდება და... იწვიმებს, კრუხს აბა ქოლგა რად უნდა, ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს. თბილია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026