kids.ge logo

დიდგულა კნუტი

ფავორიტებში დამატება

და-ძმამ, ქეთომ და ნიკომ
კნუტი ნახეს მტირალი,
საცოდავად ბალახში
შემძვრალიყო მშიშარი.

შეცოდათ ფისუნა,
ჩაიწვინეს კალთაში,
სახლში წამოიყვანეს,
ბანავეს ვანაში.

დაბანილმა და სუფთამ
რძე დალია, დაწვა,
მერე, რომ გამოძინა
ხასიათზეც დადგა.

გადიდგულდა, აიმრიზა,
ბრაზიც გამორია,
თუმცა ჭკვიან მურიას
ხმაც არ ამოღია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწკი ნინიკორა წუწკია ნინიკო, ჭამა უყვარს ხილის, თხილს და კაკალს წამიერად ტეხავს საღი კბილით. ლოყაწითელ ვაშლებს უცქერ...იას სიმღერა-გაზაფხულდაო! - ამღერდა ია, -გადმწვანდაო ირგვლივ მთა-ბარი, -გაიღვიძაო, ჩქარა, აქ არის, ყოჩივარდაო, ჩემი დ...მათემატიკა თუ იციამ ცხოვრების ავან-ჩავანს ვერ გაიგებ მარტივად, თუ არ იცი ანგარიშის კარგი არითმეტიკა. ყველაფერი რით იწყება,...საქართველოსფესვმაგარი მუხის ტოტებს, სიყვარულის ჯავშანს ვუქსოვ, ღვთისმშობელის ნაკურთხ მიწის შვილებს ვუმღერ, გულს გავუ...შვილისთვის დედა წმინდა ხატიაუფალო ღმერთო შენ დაიფარე, დედაშვილობის წმინდა ტაძარი, ნუ დააშორებ დედას თავის შვილს, რომ არ ქვას :-ნეტავ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026