kids.ge logo

ლახტი

ფავორიტებში დამატება
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
წითლა ლოყები,
უჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნია დრუნჩადათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინ...საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026