kids.ge logo

კუკრუჭანა თუ გოგრიმიჭელა

ფავორიტებში დამატება

არ იციან, რომელი
ირჩიონ ბიჭებმა,
ციცქნა კუკრუჭანა თუ
გრძელი გოგრიმიჭელა.
ერთი ყლაპ! და უცებ ჭამენ
პაწაწინა კუკრუჭანებს,
ხოლო გოგრიმიჭელა
დიდხანს ტკბილად იჭმევა;
მაგრამ რაკი მსუნაგებს
არც ერთი არ ეთმობათ,
ისწავლიან თუ მალე
გაყოფას და ერთობას,
როგორც გოგრიმიჭელებს,
სე კუკრუჭანებს,
ძმები ძმურად ორივეს
ერთად ტკბილად ჭამენ.

*(ჩურჩხელის სახებები)

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026