kids.ge logo

ზარმაცი

ფავორიტებში დამატება

ცხარობს, ბრაზობს ზარმაცი,
ძილს არავინ არ აცლის.
ქეთ დედა ბუზღუნებს,
ქით ქარი ზუზუნებს.
მამლაყინწამ ყივილით
რემარე აიკლო,
მაგრამ ვინ გადაფარავს
ბოჩოლების ბარიტონს.
ყვიტ-ყვიტებენ იხვები,
ყიყინებენ ბატები,
ბჭობენ ინდარები
და კნავიან კატები.
გოჭი ჭყივის, ძაღლი ყეფს,
დილა ყველას აფხიზლებს,
მხოლოდ ზარმაცს სძინავს და
ბერავს გუდას საძილეს.
-იმ გუდაში რა ყრია?
-რა ყრია და არც არა,
დილის სუფთა ჰარი
ბრიყმა ძილში გაცვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინა კოკინალოკოკინა კოკინამ, სახე გადალოკილმა, რქები, წყვილი ანტენა, დილის შუქზე დატენა. უნდა სათადარიგოდ, ღამით გზა...პოპკორნიამბავი ორ ნაწილად მონაწილეობენ: მთხრობელი; ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი - ანდრის ბაბუა...* * *წი-წი, კა-კა, წი-წი, კა-კა, დედა კრუხი იწყებს კაკანს: _ბროლის ქოში, წი-წი-კა, დაეკარგა წიწილას. კა-კა, წი...შოკოლადის პომადაშოკოლადი ლიზიკომ ჭამა, ჭამა ბლომად და მერე ტუჩზე წაისვა შოკოლადის პომადა. იყურება სარკეში ლიზიკო და ხითხი...დაბდურაარ ადარდებს შეკვრა ღილის, დადის პერანგ გაღეღილი. არ შეიკრა გრძელი თასმა და კედებმა მწარედ დასცა. ამიტომაც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026