kids.ge logo

შეხედე როგორ დაუთოვია

ფავორიტებში დამატება

,,შეხედე, როგორ დათოვია,
თეთრად მორთულა ქუჩა, ბილიკი,
ეს ფანტელია, შენ რა გგონია?
ღრუბელს წაგავს თეთრი ღიმილით.

გამოდი, როგორ მოთოვია,
ხეს დახუნძვლია მსხვილი ტოტები,
და ახლა დაბლა იზნიქებიან,
როგორც გულსავსე მწიფე რტობი.

შეხედე, როგორ დათოვია,
სარკმლის მინასაც ვერ სწვდება ჩიტი,
რომ დამშეულმა დილაადრიან,
საკენკის ნაცვლად მიირთვას ფიფქი.

გამოდი, როგორ დათოვია,
ჯერაც არ წყდება თეთრი მეჯლისი,
ნახენ ცა როგორ გაბადრულია,
მოსაქუფრადაც უკვე ვერ იცლის.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომის ხალიჩებსყვითელ ხალიჩებს ქსოვს მიწა, ფოთლებს აცლის ხე-ბუჩქებს, ქარბორბალა ვალსს აცეკვებს, ფოთოლცვენის მზე გუნდებს....გრემი,,ისე მომენატრე გრემო, ენა ვერ გამოთქვამს სათქმელს, დაუძინებელო ღმერთო, ცხოვრებას უმკლავდები ავბედს. ცის ...საახალწლო აურზაურისაახალწლო აურზაურს, შვენის თეთრი ფიფქი, და მეც ფიფქად დავიბადე, კამკამა და მშვიდი.. მოგიქარგე თეთრად ეზო,...* * *პატარა ვარ? არა, დიდი! გუშინ გავხდი ექვსის, მალე სკოლის კარს შევაღებ, მელის ჩემი მერხი. დედიკოს გულს გავა...ბოლო ზარიდაგილოცავთ გზას და ბილიკს, რაც გივლიათ, რასაც განვლებთ, სულ სიკეთით გვიხურავდეთ, ჩვენი სკოლის ლამაზ კარებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026