kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემს სამშობლოზე ლამაზი
არ მეგულება მხარე!
აქ ყველა სოფლის წყაროზე
უკვდავების წყალს დალევ.
მწვერვალი ზღვასთან მეგობრობს,
მზესთან - ზვარი და ყანა,
ჩუქურთმინი ტაძრები,
ცას უწვდის მიწის სალამს.
აქ რომ სიმღერას მოისმენ,
გაგზრდის და გაგამხნევებს.
ქართველიც თავის სამშობლოს
ჰგავს, როცა გაშლის ხელებს.
ცეკვაც და საქმეც უხდება,
უყვარს ბუნებაც, მოძმეც.
თავის ნიჭით და სილაღით
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.
ძალა აქვს „ვეფხისტყაოსნის“.
სიბრძნე წინაპრით მოსდგამს,
მადლით ამშვენებს სამყაროს
ქართველთა ძველი მოდგმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ...სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026