kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემს სამშობლოზე ლამაზი
არ მეგულება მხარე!
აქ ყველა სოფლის წყაროზე
უკვდავების წყალს დალევ.
მწვერვალი ზღვასთან მეგობრობს,
მზესთან - ზვარი და ყანა,
ჩუქურთმინი ტაძრები,
ცას უწვდის მიწის სალამს.
აქ რომ სიმღერას მოისმენ,
გაგზრდის და გაგამხნევებს.
ქართველიც თავის სამშობლოს
ჰგავს, როცა გაშლის ხელებს.
ცეკვაც და საქმეც უხდება,
უყვარს ბუნებაც, მოძმეც.
თავის ნიჭით და სილაღით
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.
ძალა აქვს „ვეფხისტყაოსნის“.
სიბრძნე წინაპრით მოსდგამს,
მადლით ამშვენებს სამყაროს
ქართველთა ძველი მოდგმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026