kids.ge logo

კოწო და კუწო

ფავორიტებში დამატება
კოწომ კუწოს გადასძახა:
-გახილე, კუწო, თვალი?
ერთი მითხარ, გენაცვალე,
როგორა გყავს დედოფალი?
-ქალო, რაღა როგორა მყავს,
კითხება კიდევ განა?
წუხელ, სანამ არ ისწავლა
ნუცას სკოლის ანაბანა,
არც დაწვა, არც დაძინა,
ღარც თუ მე მომასვენა,
ჭიკჭიკდა მერცხალივით,
მოქარვა ქორფა ენა.
ი, ახლაც ზეზე არის,
გვიპატიჟებს უცნობ ძმასა:
მთაწმინდაში წერილსა სწერს
პაწაწინა ბიძინასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026