kids.ge logo

ლელას და ნიშა ხარის გაბაასება

ფავორიტებში დამატება
- როგორ ხარ, ხარო ნიშაო?
- ისე რა, არა მიშავო...
- შენ როგორა ხარ, ლელაო?
- რა ვი... ვარ ნელა-ნელაო,
დიდედამ მამინელაო:
არ მატეხო ფეხიო,
ჩამოხსენ საქანელაო,
გოგოვ, რად დაგახველაო,
მანდ გრილა, აქა ცხელაო,
ეგ თხა ვინ გამოწველაო,
ეგ ხე ვინ გადაბელაო...
- არ დადარდო, ლელაო,
ეგრე არა ვართ ყველაო?!
- კარგად იყავი, ნიშაო,
ღმერთმა მზე არ გაგიშავოს,
მაგ გზებზე ფრთხილად ირე,
ეგ ქედი არ დაშავო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...კვიციიყო ერთი კვიცი, ყორნისფერი კვიცი, ეშმაკი და მკვირცხლი, ოჩანი და ფიცხი, დედის ურჩი კვიცი. ალბათ, ყველამ იც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026