kids.ge logo

სტუმარ-მასპინძელი

ფავორიტებში დამატება
ბა დელია-დელია,
ყვავმა იშოვა ყველია,
პატარა ლხინი მოწყო,
მოპატიჟა მელია.
მართალი არის, მელი
ლოთი და ღვინის მსმელია,
მაგრამ რას იზამ, წესია,
მელია მეზობელია.
მელა მაგიდას მიუჯდა,
ყვავს გადახვია ხელია,
ყვავმა სასმისი აუვსო,
მიდღეგრძელეო კერია.
მელამ სასმისი დაცალა,
ზედ დაყოლა კვერია,
კვერს დაყოლა ყველი
და როცა ყველი არ ეყო,
ყვავს გამოჭამა ყელია.
სე დამთავრდა ქეფი,
ბა დელია-დელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი, ბატკანი და მურიაერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებ...ზამთარიბიჭოს, რა თოვლი მოვიდა, ნეტავ საიდან მოვიდა, იმდენ ხანს დააგვიანა, ალბათ, ძალიან შორიდან. აუ, რამდენი ფიფ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...ქეთინო, გამოიცანი!გ ა მ ო ც ა ნ ა : მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი, დიადი, ზვიადი, ნაზი დ...დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026