kids.ge logo

იჩახჩახე ჩიჩილაკო

ფავორიტებში დამატება
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.
- რა ჰქვიო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:
- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,
გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
ჩახჩახე, ჩიჩილაკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...იის ნატვრა- რას ინატრებ, იავ, რასა? - წვიმის ხმასა წკრიალასა. მუდამ ასე ვამშვენებდე საქართველოს იალაღსა....ლახტილახტი, ლახტი, ლახტუნა, ლახტს თამაშობს დათუნა. დაიჯაბნა ციყვუნამ, ახტუნა და ახტუნა. აუწითლა ლოყები, აუჭრელ...ჭიანჭველას გასაჭირიხვითქი გასდის ჭიანჭველას, ფეხსაცმელის მწმენდავს. ეხ, მუშტარი ამისთანა სულ არ ჰყავდეს ნეტავ! ხითხითებენ ფა...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026