kids.ge logo

გოზინაყი

ფავორიტებში დამატება
ციყვუნიამ წინსაფარი
გაკეთა დედიკოსი:
- დათვო, გინდა გოზინაყი? -
შენ თაფლი გაქვს, მე - ნიგოზი!
დათუნიაც დაფაცურდა,
განა უშნოდ ზოზინებდა;
- გოზინაყით ვის არ უნდა
ყელის ჩაკოკლოზინება!
გაშალა სუფრა ძმური,
ხალი წლის დადგა ღამე...
მოილხინეს მეგობრებმა,
გოზინაყიც ბლომად ჭამეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026