kids.ge logo

ქურდი ბეკო

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -
ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა,
ერთი პატარა თხა.

ჯიტი, ცელქი, ცუღლუტი,
მაღალ ღობეზე მხტომარე,
ბეზარი და კუნტრუშა,
და ვენახებში მძრომარე.

მოძრავი იყო ბეკეკა,
და გასაოცრად მარდი,
მაგრამ შრომა არ უყვარდა,
რაფრის ჰქონდა დარდი.

ბეკო უქნარა, ზარმაცი,
ციცქნა რქებით და კუდით,
ყველას ღობეებს უმტვრევდა,
ის საძაგელი ქურდი.

***

ჩვენი გმირი ერთხელ დღისით,
დაკარგა უღრან ტყეში,
ძებს ნიკა, - ვერ იპოვა,
ვერც ცოცხალი - ვერცა ლეში,

ბეკომ ბევრი იკუნტრუშა,
მიაღწია ტყის კიდეში,
და დაღლილსა ბუჩქის ძირას,
ჩაძინა სიგრილეში.

ცოტა ხანმაც გაიარა,
ჩამობნელდა - დადგა ღამე,
ბუმ დაწყო კივილი და
მოგორდა ცაზე მთვარე.
ბეკოს ძლიერ ეშინია,
ლანდება ყველგან მგელი,
ამ დროს ტანის რხევა-რხევით,
გამობაკუნდა ირემი.

ირმის გვერდით თვალი მოჰკრა,
როგორ დახტის ციცქნა შველი,
და იმედი ჩასახა,
ვედრებით თქვა -ვერ მიშველი?

შველი კარგად დააკვირდა,
წინ ამაყად გაუარა,
ეს შენა ხარ ბეკეკუნა,
ბოსტნის ქურდი და უქნარა?

გაგონა ეს ხმარი,
მოცუნცულდა მათთან ციყვი,
ფუ, -შე ქურდო, სალახანავ,
თავაზა ბეკოს წიხლი.

წავიდესო ეს თხა ტყიდან!
მთლად აკივლდა ხეზე ჭოტი,
უქნარები არ გვინდაო,
საცემრად მოსტეხა ტოტი.

ტურამ ჭოტსა ხმა აწყო,
შეძულეს „დაკარგული“,
მიხვდა ტყეში რატომ დარჩა,
ყველასაგან გარიყული,

ნანობს თავის უღირს ქცევებს,
რის ძლიერ დაბნელი,
სად წავიდეს, აღარ იცის,
გამალებით უცემს გული.

ფიქრობს: -იქნებ გვიან არის,
აღარა მაქვს მეტი შანსი?
თავს ძალა რომ დავატანო,
გამოვსწორდე ცოტა ხანში?!

თითქოს ფიქრი გაგოო,
ჭკუას უხმე! -ხავის ზღარბი,
კურდღელმა - არ იქურდოო,
ნუ იქნები ძმაო ხარბი.

სად იყო და სად არაო,
იქვე გაჩნდა ბრძენი მელა,
შეცოდა მტირალ ბეკო,
მოაგვარა საქმე ხელად,

წამო ჩემთან, - უნდა გითხრა,
ქურდი ვიყავ მეცო ძველად,
არ ვიპარავ წიწილებსო,
გამოვსწორდი- ჰფიცავს მელა.

თუმც ღამეა უკუნეთი,
უღრან ტყეში ძლიერ ბნელა,
გაგაცილებთ შენს სოფლამდე,
მე და ის ციცინათელა.

მიიყვანეს ბეკო შინ და,
სთქვა მადლობა გულმხურვალე,
წვერი უთრთის, სიხარულით
ცრემლი სდის და იწმენდს თვალებს,

***

დრო გავიდა-გამოსწორდა,
შრომამ ისე გატაცა,
ჩვენი ბეკო-თხის ამბავი,
მთელ სოფელმა ატაცა,

ბეკო დინჯად დადის ყველგან,
არ დახტის და არ ქოთქოთებს,
არ შორდება პატრონ ნიკას,
ღარ ამტვრევს არვის ღობეს,

ყველამ უკვე აპატივა,
გადაუსვეს თავზე ხელი,
ყოველ სისხამ დილით ხვდება,
საჩუქარად მწვანე ნეკერი.

ლექსი 6 ~ 12 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 6-დან ~ 12 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

თეონა და ლილი
კლასელები არიან,
თეონა და ლილი,...
მოსწავლე წიწილები
ერთხელ მამალსაც მოუნდა,
რომ გახდეს მასწავლებელი,...
მდინარე
მთის კალთებიდან ეშვება,
წყარო სუფთა და ანკარა,...
წიწილა
დედიკო და მამიკო! -
ეკითხება თამრიკო....
ტყის სამართალი
მელამ დათვი დაპატიჟა,
წამო ჩქარა ჩემთან ნათლი,...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „ქურდი ბეკო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ქურდი ბეკო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ დამწვრობის დამუშავება

ისწავლეთ დამწვრობის დამუშავება ცივი წყლით და სტერილური სახვევებით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ვაშლის ხე“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნოდარ დუმბაძე
ლოთი

ნოდარ დუმბაძე

ჭაჭანაჭამი ტახია,
გორავდა, როგორც კვახია,...
ხალხური
მელია და მამალი

ხალხური

ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,...
გივი ჭიჭინაძე
ცივა კურდღელს, ცივა

გივი ჭიჭინაძე

ცივა კურდღელს, ცივა!
მზე ვერ ათბობს მთა-ველს,...
ნათია  დაშნიანი
დათოს ყურშა

ნათია დაშნიანი

დილით ადრე ადგა დათო,
მამას გაჰყვა ტყეში,...
გივი ჭიჭინაძე
დათოს ქუდი

გივი ჭიჭინაძე

დაიკარგა დათოს ქუდი,
სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
ნოდარ დუმბაძე
მანანას წერილი

ნოდარ დუმბაძე

ჩემო კარგო მედიკო,
ჩემო კარგო დაია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026