kids.ge logo

ბაქია მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოპარა,
სასწალი ამბავი,
ბავშვებს მოგვიტანა.

ცხრა მთას იქეთ ყოფილა,
და ცხრა ბარიც ნახა,
მოგვიყვება, ამ ქვეყნად,
თუ რა დაინახა.

ერთ ეზოში ცხოვრობდა,
თურმე ბევრი ფრინველი,
მათ შორის კი ამბავი,
მოხდა გასაკვირველი.

მაყად ზის ღობეზე,
მამლაყინწა „ჭიჭე“
ბაქიობს და ამცირებს,
ის ხვიჩილა ბიჭებს.

მე ყველაზე გამრჯე ვარ,
და არა ვარ ზარმაცი,
დედლებს ვიცავ, თქვენს შორის,
ვარ ყველაზე მამაცი.

თასფერი ბუმბული,
და ნამგალა კუდი,
სისხლისფერი ბიბილო
და წითელი ქუდი.

ვის გაქვთ აბა მითხარით,
ჩემისთანა დეზები?
ჩემს მომრევს თუ მოვნახავ,
მხოლოდ იმას ვეძმები.

ყიყლიყოო გაჰკივის,
კისერს გვერდზე იღერებს,
სთქვით ვინ გამეჯიბრება?
ჩემსავით ვინ იმღერებს?

დედლუყუნწა ქათმები,
მიცუნცულდნენ პანტურით,
დამოწმეს ნათქვამი,
მამალს თავის კანტურით.

ხვიჩილები გაბრაზდნენ,
რა გვაქვს მისგან ხერი?
მოდით ერთი ვაჩვენოთ,
ამ ბაქიას სერი.

მისივნენ, დაკორტნეს,
გაცალეს ბუმბული,
დალურჯეს ნაცემი,
ის ფერდები,მკერდ-გული.

მერე პირი გაღეს,
ჩააყლაპეს ერბო
ხმა ჩაწყდა ვერ ყივის,
ეს რა ბედი ერგო?

დედლები მოიწვია,
მერე ერთმა ხვიჩილამ,
ჭიჭე დარბის შიშველი,
ღარ ეყოთ სიცილად.

კისკისებენ დედლები,
დავიწყდათ კაკანი,
ეს რა ხდება ეზოში?-
რა მოხდა და სკანდალი.

დელუყუნწა „ჩიკორამ“,
შუა ჩააგდო მანდილი,
ხვიჩილები დაშალა,
მიტოვეს ქადილი.

მიძახეს, მატრაბაზ,
მამლაყინწა ჭიჭესო,
იქნებ ჭკუა ისწავლო,
ნუ ამცირებ ბიჭებსო.
25.11.2013

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

კატისა და თაგვთა შერიგება
თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
წყალი არ ყველა წყალია
გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,...
ტკბილი - კბილი?
ბელსა კბილი ასტკივდა,
აწყევლინა თავ ბედი,...
ჭარბი წონა
აიწონა დაიწონა,
ვისაცა გაქვთ ჭარბი წონა,...
ირემი
პირველკლასელის ოთახში,
ჰკიდია ირმის სურათი,...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „ბაქია მამლაყინწა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ბაქია მამლაყინწა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ აპლიკაციები ეკრანული დროის კონტროლისთვის

არსებობს აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ეკრანული დროის კონტროლში და შეზღუდვაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ფრინველებზე და ლექსები სიმართლეზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ფრინველებზე და ლექსები სიმართლეზე

ბესიკი
ეტლზედ

ბესიკი

ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა.
სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა. ...
ლელა გაბური
დ - ურაჯი

ლელა გაბური

დურაჯი თითქოს დარაჯად,
უდგას მდინარის დაბლობებს,...
გალაკტიონ ტაბიძე
არ არის იგი იმდენად ტკბილი

გალაკტიონ ტაბიძე

არ არია იგი იმდენად ტკბილი
დრო, დაფარული ცეცხლის ენებით,...
ლუარა ჭანტურია
მელაკუდა და იხვები

ლუარა ჭანტურია

ტყეში ცხოვრობს მელაკუდა
ეშმაკი და გაიძვერა,...
ნათია აბულაძე
ოფოფი

ნათია აბულაძე

არ გეგონოთ უქნარა,
ეს ოფოფი პრანჭია,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ფრინველებზე და ლექსები სიმართლეზე

ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ვაჟა–ფშაველა
ჩიტი-ჩიორა

ვაჟა–ფშაველა

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,...
დავით გურამიშვილი
სწავლა მოსწავლეთა

დავით გურამიშვილი

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;...
გალაკტიონ ტაბიძე
მესაფლავე

გალაკტიონ ტაბიძე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ...
დავით მაჩაბელი
ვარდი

დავით მაჩაბელი

ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026