kids.ge logo

ყ - ანჩა

ფავორიტებში დამატება

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
ბა, მოსწიეთ ყურები!
მოგზაროდნენ ერთხელაც
ბუნებისმოყვარულები.

ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბის ახლოს,
რომ გამართათ სადილი,
ყლორტებს ჩალის და ლერწამის
სულ დაფარა ნაპირი.

ცებ გაისმა ჭახანი
და სადღაც თოფი გავარდა,
აქ ნადირობა და სროლა
აკრძალულია არადა...

ყური მიუგდო სუყველამ,
აღშფოთებული ირით,
ფიქრეს: „ალბათ შემოძვრა
ცბირი ბრაკონიერი..“

თურმე ნუ იტყვით, ყანჩაა,
დგას აფხორილი, მშირი
და ატყაპუნებს გრძელ ნისკარტს,
თოფის ხმასავით ძლირად

ერთს კიდევ გეტყვით ყანჩაზე,
(ვერ დავიწყებთ ვერასდროს),
ის ერთადერთი ჩიტია,
ვინც თავის შვილებს ვერა სცნობს.

თუმცა, სრულებით არ არის
ცუდი დედა და ბებია,
როგორც კი ჩეკავს მართვეებს,
მაშინვე ეფანტებიან

და მერე, იცით, რას შვრება?
სადაც კი გადაეყრება,
ამქვეყნად სუყველა მართვეს
თავის შვილივით ექცევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უ - ფეხურაუფეხურას უყვარს ტყეში შენიღბულად ცხოვრება, სასაცილო ფრინველია, დიდთავა, დიდთვალება. უფრო მურა ფერისაა და ...ნ - ამგალაერთ დილასაც რომ გათენდა, ცელქი გოგო ნინო ადრიანად გაეშურა ტყეში სასეირნოდ... ნიავმა რომ დაუბერა და გაფანტ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026