kids.ge logo

მშობლიურო ჩემო მიწავ!

ფავორიტებში დამატება
სა−მი დი−დი ო−კე−ა−ნე
გა−რე უვ−ლის ნა−თელ მხა−რეს,
მთვა−რი−ა−ნი და მზი−ა−ნი
ზე−ცა აფრქ−ვევს სი−ან−კა−რეს.

ორ ზღვას შუ−ა ძვე−ლისძ−ვე−ლად
სა−ო−მა−რი ი−ყო ლე−ლო -
ის გა−დარ−ჩა და სა−ხე−ლად
ე−წო−დე−ბა სა−ქართ−ვე−ლო.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს დი−დე−ბას,
წი−ნა−პარ−თა ძვლებს და−ვი−ცავ!

ას−წით კავ−კა−სი−ის ფარ−და -
ეს ა−მე−რი და ი−მე−რი,
მი−სი “ხე−ლი ხმალს იკარ” და
მი−სი “მრავალჟამიერი”.

მიყ−ვარს მა−რად მხნე და ძმუ−რი
თუ−ში, ფშა−ვი და ხევ−სუ−რი,
ა−ჭა−რა და თრი−ა−ლე−თი.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ.
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს უფ−ლე−ბას,
შენს უფ−ლე−ბას სისხ−ლით ვი−ცავ!

აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
ი−ავ−ნა−ნა მეგ−რელ დე−დის,
ა−ფხა−ზუ−რი, მო−ხე−ვუ−რი,

ლაზ−თა რბე−ვა, სისხ−ლის ტბო−რით
შე−ღე−ბი−ლი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შო−რით,
ახ−ლო - მესხეთ-ჯავახეთი...

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს ტკბილ ე−ნას,
შენს მშვე−ნი−ერ ჩანგს და−ვი−ცავ!

და ვი−გო−ნებ ი−მე−რე−თის
ომს ვე−ფხვებ−რივს, შინ - ზრდი−ლო−ბას.
მის ჩონ−გუ−რებს და წე−რეთ−ლის
უ−და−რე−ბელ წე−რეთ−ლო−ბას.

“გა−მა−გო−ნე ეგ ხმა ტკბი−ლი,
დაჰ−კარ გრძნო−ბით დაირასა”, -
გა−ნა გუ−ლი ძვე−ლის ჩრდი−ლით
სა−მუ−და−მოდ და−ი−რა−ზა.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ.
რომ და−ვი−ცავ ფა−ზი−სის ცას,
სა−ირ−მე−თა ეშხს და−ვი−ცავ!

ა−გერ წი−ნამძღვ−რი−ანთ−კა−რის
ქა−რი არ−ხევს ზვა−რის სა−მოსს,
და ხა−ვერ−დი სავ−სე მთვა−რის
მოჰ−ფე−ნი−ა სა−გუ−რა−მოს.

მე−ცხრა−მე−ტევ! გან−თი−ა−დით
გვე−გე−ბე−ბა ოხვ−რა კაკ−ლის...
ა−ხალ−გაზრ−და გო−ლი−ა−თი
ახ−ლა ავ−სებს ამ და−ნაკ−ლისს.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ.
რომ და−ვი−ცავ შენს სი−მაღ−ლეს,
შენს მგზნე−ბა−რე ჩანგს და−ვი−ცავ!

დი−დი გზე−ბით მი−დის ძველ−თა
დი−დე−ბა თუ და−მარ−ცხე−ბა.
ეთ−ვი−სე−ბა ზა−ჰესს მ−ცხე−თა
და ა−რაგ−ვიც ა−რა ცხრე−ბა.

უ−სივრ−ცო−ა დრო−თა სივრ−ცე
და მდი−და−რი - ფე−როვ−ნე−ბა,
მი−სი შრო−მა, მი−სი სიბრძ−ნე,
მი−სი დი−დი ხე−ლოვ−ნე−ბა. -

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს სი−მართ−ლეს,
სისხ−ლით ნა−პოვნ გზებს და−ვი−ცავ!

მტკვარს დაჰ−ყუ−რებს მაღ−ლით ჯვა−რის
მო−ნას−ტე−რის სი−ა−მა−ყე,
მო−ვი−ა−რე მთა და ბა−რი,
მაგ−რამ მსგავ−სი ვერ−სად ვნა−ხე!

ხუ−როთ−მოძღ−ვარს აქ ჰყავს მცვე−ლი
მე−ო−მა−რი და მგო−სა−ნი,
და ჩუ−ქურთ−მა უფ−რო ძვე−ლი,
ვიდ−რე “ვეფხისტყაოსანი”.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ.
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ იმ ლექს−თა ხმას,
იმ ჩუ−ქურთ−მის შუქს და−ვი−ცავ!

მი−წა, სა−დაც ვხნავთ და ვთე−სავთ,
მო−კირ−წყლუ−ლი ი−ყო ძვლე−ბით,
მო−ღა−ღა−დე უ−კე−თე−სად.
ვი−ნემ უ−სა−ხე−ლო წლე−ბი.

იმ წარ−სულ−თან რა ძლი−ე−რი
ა−ნა−თებს აქ დრო−ის თვა−ლი -
რა−რი−გად ჩანს მშვე−ნი−ერი
სა−ქართ−ვე−ლოს მო−მა−ვა−ლი!

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ.
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ იმ მო−მა−ვალს.
იმ მო−მავ−ლის მზეს და−ვი−ცავ!

და ხმა−ლი−ვით ბას−რი გრძნო−ბა
ა−რის ფუ−ძე ა−ხალ ხა−ნის,
ჰგავ−დეს რკი−ნას ნე−ბის−ყო−ფა
თვი−თე−უ−ლი ჩვენ−თა−გა−ნის.

გა−მარჯ−ვე−ბის გზე−ბით მი−დის
თვი−თე−უ−ლი დღე ფრთა−მა−ლი,
რომ არ ჩან−დეს კვლავ იმ დი−დი
სი−დუხ−ჭი−რის ნა−ტა−მა−ლი,

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს მიღ−წე−ვებს,
შე−ნი დრო−შის ფერს და−ვი−ცავ.

ოც−და−ექვ−სი სა−უ−კუ−ნის
წი−ნათ ქმნიდ−ნენ ქარ−თულ ან−ბანს,
ხელ−ნა−წერ−ნი განვ−ლილ დრო−ის
მოგ−ვი−თხრო−ბენ გმირ−თა ამ−ბავს -

სუნთქ−ვა ძვე−ლი წიგ−ნე−ბი−სა,
მშვე−ნი−ერი ძვე−ლი ე−ნა,
სუ−ლი ქართ−ლის ცხოვ−რე−ბი−სა,
რუს−თა−ვე−ლის აღმაფრე−ნა!

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ უძ−ვე−ლეს განძს,
იმ უძ−ვე−ლეს წიგნს და−ვი−ცავ!

შლა წიგ−ნე−ბის მიყ−ვარს ძვე−ლის,
მშვე−ნი−ერი ძვე−ლი ე−ნა,
კი−დევ - რაც ამ ო−ცი წე−ლის
გა−დი−შა−ლა აღმაფრე−ნა,

რაც ამ−ბა−ვი მო−გუ−გუ−ნე
ამ ან−ბა−ნით ა−წყო−ბი−ლა...
სხვა მე−ო−ცე სა−უ−კუ−ნე
ა−რასოდეს არ ყო−ფი−ლა!

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს ა−ხალ გზებს,
შენს უ−ახ−ლეს წიგნს და−ვი−ცავ!

ახ−ლა ვე−ღარ გე−ტყვის ბე−დი,
სა−ქართ−ვე−ლო ნა−წა−მე−ბო:
ქართლს გა−ნუდ−გა ი−მე−რე−თი,
სა−კუ−თა−რი სურს სა−მე−ფო.

თემურ-ლენგის ვერ წა−მო−ვა
ვე−ლუ−რო−ბის ხმა და ზა−ხი.
თბი−ლისს რომ არ−ბევ−და ხრო−ვა
ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს მშვი−დო−ბას,
შენს მთა−სა და ზღვას და−ვი−ცავ!

ქარ−მა მიანგრ-მოანგრია
ძვე−ლი ქვეყ−ნის სა−ბუ−და−რი,
აწ სხვაგ−ვარ−ნი ქარ−ნი ჰქრი−ან,
ჩვენ მხა−რე გვაქვს სა−კუ−თა−რი.

ის ვერ ითვ−ლის გმირ−თა მხარ-მკლავს,
ვერც უხ−ვო−ბას გე−ნი−ი−სას,
და ბრ−წყინ−ვა−ლეს ან−თებს ვარსკვ−ლავს -
ვარსკვ−ლავს ა−კა−დე−მი−ი−სას.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ ერ−თა ძმო−ბას,
მე−გობ−რო−ბის ფიცს და−ვი−ცავ!

თუ მრა−ვალგ−ზის დანგ−რე−უ−ლი,
კვლავ ბრ−წყინ−ვა−ლე გახ−და მხა−რე,
თუ მო−ე−ღო მეყვ−სე−უ−ლი -
მშე−ნებ−ლო−ბის ნი−აღ−ვა−რი,

თუ ძა−ლე−ბის არ−და−ზოგ−ვა
ა−მე−ტყვე−ლებს თვით ქვა-ლოდებს,
ეგ მისთ−ვის, რომ ჩვენ ე−პო−ქა
ა−ხალ გზის−კენ მოგ−ვი−წო−დებს.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს მიღ−წე−ვებს,
შე−ნი დრო−შის ფერს და−ვი−ცავ!

თუ ბუ−ნე−ბის მოკვ−დავ კა−ცებს
გვი−ერთ−დე−ბა აღ−ტა−ცე−ბა,
თუ გვამხ−ნე−ვებს და გვი−ტა−ცებს
გა−ნახლების დი−დი მცნე−ბა,

თუ ყო−ველ დღის მძაფ−რი ჟი−ნი
ა−ხალ სი−მაგ−რე−ებს ა−გებს,
ეგ მისთ−ვის, რომ ჩვენ ლე−ნი−ნი
მუ−დამ წინსვ−ლას გვიქადა−გებს.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
რომ და−ვი−ცავ შენს სი−მაღ−ლეს,
შენს მშვე−ნი−ერ ჩანგს და−ვი−ცავ!

ქვეყ−ნის მე−ტის მზით ავ−სე−ბა
სა−გა−ნი−ა ჩვე−ნი ზრუნ−ვის,
ჩვენ შევ−ძე−ლით და−ფა−სე−ბა
ჩვე−ნი მძლავ−რი სა−უ−კუ−ნის.

გა−ვი−ა−რეთ სევ−დისმგვ−რე−ლი
გზა−თა სივრ−ცე და სა−ზღვა−რი,
გა−დავ−ლა−ხეთ ღა−მე ბნე−ლი
და ბუ−რუ−სი ყო−ველგვარი.

მშობ−ლი−უ−რო ჩე−მო მი−წავ,
შენს საყ−ვა−რელ სა−ხელს ვფი−ცავ,
გი−ცავ−დი და გი−ცავ მა−რად,
გი−ცავ−დი და კვლავ დაგი−ცავ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...დღე გაფითრდა იაგუნდისადღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. საშინელი მოსკდა...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...მთვარე ჭაშიდაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში, მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩ...მივარდნილი აივანიამპარტავანი თათარი, ეზოში დადის მამალი, მახსოვს მოხუცი ჭადარი და ძველი დასტურ-ლამალი, მახსოვს მივარდნილ ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026