kids.ge logo

სანთელი

ფავორიტებში დამატება
ვზი−ვარ და შევჭვ−რეტ ჩემ-წინ სან−თელ−სა,
რო−მე−ლიც წე−ღან უხ−ვად ნა−თელ−სა
ჩემს ო−თახს ჰფენ−და და ა−შუ−ქებ−და
და თვალ-წინ ბნელ−სა გან−მი−ნათ−ლებ−და;
აწ მი−წურ−ვი−ლა გა−საქ−რობ−ლა−და,
შანდ−ლი−სა თავ−ზე ძლივ-ძლივღა ბჟუ−ტავს,
ხან ჩაქ−რე−ბა და ხან მნა−თობ−ლა−და
კვლავ შანდ−ლი−და−მა წა−მო−ი−ხე−დავს...
ებრძ−ვის სიკვ−დილ−სა ჩე−მი სან−თე−ლი,
მაგ−რამ მას, წყე−ულს, რა და−ა−მარ−ცხებს?
ლაჟ−ვარ−დად ქმნი−ლი სუს−ტი ნა−თე−ლი
შანდ−ლის ჯურღ−მულ−ში თავ−სა ა−ნარ−ცხებს.
ა−გერ ო−თახსაც ჩრდილ−მან გა−დაჰკ−რა,
კედ−ლებ−ზე ძლივს სცემს ბნე−ლა−და შუ−ქი,
ა−გერ სან−თე−ლიც შან−დალ−ში ჩაქ−რა...
რა დამრ−ჩა მის−გან? — მწვა−რი პატ−რუ−ქი.
ეგ−რე−თაც კა−ცი ძლი−ე−რი ჰქრე−ბა,
რა ეწ−ვე−ვა მას სიკვ−დი−ლი — მტე−რი;
მშვე−ნი−ერ არ−სის მა−გი−ერ გვრჩე−ბა
ერ−თი მუჭა-ღა გამხ−მა−რი მტვე−რი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ელეგიამკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში...მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხითმაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით, როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, და ქალწულების კრთომით, მორცხვობით მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026