იყო და არა იყო რა ,იყო ერთი ცრუთა სამეფო,რომელსაც მატყუარა მეფე ცრუ დიმიტრი l მართავდა. მისი ბრძანებით მთელ სამეფოში ყველა იტყუებოდა, უფრო მეტიც სიმართლის თქმა საერთოდ ეკრძალებოდათ, გარდა ერთი შემთხვევისა _მხოლოდ მეფე არ უნდა მოეტყუებინათ.
გავიდა რამდენიმე წელი. ხალხი წუხილს საზღვარი არ ჰქონდა. ასე როგორ გაგვიმეტა ჩვენმა ხელმწიფემ, რა საშინელეება გამუდმებით ტყუილის თქმა და ტყუილში ცხოვრებაო.
ყველა; მოხუცი თუ ახალგაზრდა მეხსიერებას უჩიოდა ,რადგან წინა დღით ნათქვამი ტყუილი მეორე დღეს აღარ ახსოვდათ, აი, სიმართლის თქმის კი ეშინოდათ, მეფემ არ გაიგოს და ციხეში არ გამოგვამწყვდიოსო.
ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა საიდუმლო შეკრება მოაწყო.
_მოდით მეფეს აღარასოდეს ვუთხრათ სიმართლე და ჩვენნაირ ყოფაში ჩავაგდოთ,იქნებ ბრძანება გააუქმოსო.თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა .
_დიახ! დიახ! ერთხმად დაეთანხმა ხალხი.
ძალიან მალე ტყუილის მორევში ჩათრეულმა ხელმწიფემ ბრძანება გასცა: ამიერიდან ჩვენს სამეფოში ტყუილის თქმა აკრძალულია და თუ მაინც ვინმე გაბედავს სასჯელი არ ასცდება... ,,თქვით სიმართლე და აღარაფრის დამახსოვრება დაგჭირდებათ" ,ამ სიტყვებმა სამეფოში ყველას სიხარული მოჰგვარა და მადლობას უხდიდნენ მეფეს.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
მოამზადეთ ბავშვისთვის სასურველი კერძი
კვირაში ერთხელ მიეცით თქვენს შვილებს უფლება აირჩიონ რა მიირთვან სადილად და მოამზადეთ კერძი მათთვის.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო