kids.ge logo

ერთხელ ტყეში

ფავორიტებში დამატება

დიდ, დაბურულ ტყეებში არის ადგილები, სადაც მზის სხივებიც კი ვერ აღწევენ. აი, როგორ გითხრათ, ხომ არის მეჩხერი ტყეები, გავლა რომ არ გიჭირს, ნათელია და სიცოცხლით სავსე და  არსებობს ისეთი დაბურული ტყეც, რომ ვერც ფეხს დაადგამ და ვერც ვერაფერს დაინახავ. არავინ იცის ტყე არ უშვებს სინათლესა და ცოცხალ არსებას, თუ პირიქით შეწუხებულია ასეთი იდუმალი ადგილებით. რატომ? იმიტომ რომ იქ თუ ჩიტი ჩამოვარდა, ვერავინ იპოვის, ჩიტი კი არა, თვითმფრინავიც რომ ჩავარდეს, ისიც კი სამუდამოდ დაიკარგება. ცოტა საშიშია მგონი არა? ნუ იღელვებთ, ყველაფერი ერთმა პატარა ღამურამ გაარკვია...

ის ყველაზე დაბურული ტყის, ყველაზე მაღალი ხის კენწეროზე ჩამოჯდა სულის მოსათქმელად. ალბათ გაგიგიათ, რომ ღამურები ძალიან სწრაფად დაფრინავენ და ზოგჯერ დასვენებაც სჭირდებათ. ჰოდა, აქოშინებულმა ღამურამ ხის კენწერომდე მიაღწია და ზედ ფეხებით ჩამოეკიდა. სულაც არ გახლდათ აკრობატი, უბრალოდ ღამურები ასე ისვენებენ ხოლმე... მეტიც, თავდაყირა ძილიც კი შეუძლიათ. მაგრამ მას იმ ღამით არ ჩასძინებია, უფრო საინტერესო რამეზე ფიქრობდა! იმაზე, თუ რა ბრწყინავდა დაბურული ტყის შუაგულში? ჩაფრენა ცოტა ეშინოდა. მაინც პატარა ღამურა იყო და... ცდილობდა შორიდან გაერკვია, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მანათობელი საგანი? ძალიან მაღლა იყო, არაფერიც არ ჩანდა. შიში უნდა დაეძლია და როგორმე ჩაფრენილიყო. დაბურული ტყე საშიშად გამოიყურებოდა. პატარა ღამურამ თვალები დახუჭა და სუნთქვაშეკრული დაეშვა ძირს. მანამდე იფრინა სანამ ბუჩქებს არ შეეხო... თვალები ნელა გაახილა, გაახილა და რას ხედავს: ერთი ბეწო, სულ პატარა, პაწაწინა ვარსკვლავი ზის დაბურული ტყის ერთ ტოტზე და ტირის. - „ალბათ ჩამოვარდა!“ - გაიფიქრა ღამურამ და ვარსკვლავის ცრემლებს თვალი გააყოლა. ჩვეულებრივი ცრემლები არ იყო, ვერცხლის წყალს ჰგავდა, უცნაურად ეღვენთებოდა დაბურული ტყის ხეებზე, ეშხეფებოდა ფოთლებს და პატარა მშვენიერ ფოიერვერკს ქმნიდა.

-ლამაზია!-წამოსცდა ღამურას.

-ვინ არის ლამაზი?-ტირილი შეწყვიტა პატარა ვარსკვლავმა და ოდნავ გაიპრანჭა.

-ვინ კი არა, რა!-შეუსწორა ღამურამ. - შენი ცრემლები იფრქვევა ლამაზად!

-ჰო, მაგრამ მე ვტირი, მე ცუდ ხასიათზე ვარ და მოწყენილი!-გაიბუტა ვარსკვლავი.

-ხომ შიძლება ზოგჯერ ლამაზადაც იყო მოწყენილი?-შერიგება სცადა ღამურამ...

-ლამაზად?-ჩაფიქრდა ვარსკვლავი, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, მთელი ტანით შემოტრიალდა  და ხმამაღლა წამოიძახა: -რა თქმა უნდა, ლამაზად, რადგან მე ვარსკვლავი ვარ და ვერ ვიქნები უშნო. მე სილამზითვის, სიბრჭყვიალისა და ნათებისთვის დავიბადე, აი შენ კი... - ცხვირაბზუებით ახედა  ვარსკვლავმა ღამურას და წინადადება აღარ დაამთავრა...

-მე კი, რა ახლა... -დაიბნა ღამურა- მე მშვენიერი ბიჭი ვარ, ღამე დავფრინავ და თავდაყირა მძინავს. ვერ ვანათებ, მაგრამ დახმარება შემიძლია. შენნაირებსაც ხომ სჭირდებათ ზოგჯერ დახმარება?- ნიშნისმოგებით ჰკითხა პატარა ვარსკვლავს და თვალი თვალში გაუყარა.

-ჰო, ნუ როგორ გითხრა?..-დაიმორცხვა ვარსკვლავმა და სახე მიაბრუნა...-მე ციდან ჩამოვვარდი და ამ დაბურულ ტყეში გავიჭედე. ვარსკვლავი ხშირად ვვარდბით ხოლმე, მაგრამ მარტივად ვბრუნდებით უკან. მთვარე მთელი ღამე ეძებს თავის ჩამოვრდნილ შვილებს და სხივებით აბრუნებს უკან. თუ ვერ დამინახა და გათენდა, სამუდამოდ ჩავქრები და აღარ ვიარსებებ!-ვარსკვალვი ისევ ატირდა და თავის ულამაზესი ცრემლები ფოთლებზე დააფრქვია.

-კარგი, მომეჭიდე და მიგიყვან იმ შენს მთვარესთან!-უთხრა ღამურამ და კუდი მიაწოდა. გახარებულმა ვარსკვლავმა ხელები მაგრად ჩასჭიდა ღამურის გრძელ კუდს და გასაფრენად მოემზადა. მართლაც, მთვარის შუქი მოხვდა თუ არა პატარა ვარსკვლავს, იმ წამსვე ცას მიეწება და ღამურას მადლიერების ნიშნად გაუცინა.

-ნახვამდის, ეცადე აღარ ჩამოვარდე, ძალიან უხდები ამ ჯმუხ ცას!-გასძახა ჰაერში მოფარფატე ღამურამ.

-მოიცა, არ გაფრინდე!-შეაჩერა ვარსკვლავმა.-ასეთ დაბურულ ტყეში ვერავინ გადარჩება, ერთ კარგ მკრეჭავს ვიცნობ, უუუშველებელი მაკრატელი აქვს, იპოვე და გააკრეჭინე ტყის  ეს ნაწილი. გაკრეჭილ ტყეში ყოველ ღამე შემეძლება დაშვება და უკან დაბრუნება.

პატარა ღამურა  ასეც მოიქცა. მკრეჭავი ადვილად დაარწმუნა, რომ არავის სჭირდებოდა ტყე, რომელშიც მხოლოდ ჩავარდნა შეიძლება... ვერც შეხვალ და ვერც გამოხვალ... მკრეჭავმაც კრიჭა და კრიჭა ფოთლები. ერთი კვირა არ დაუსვენია. ჰოდა, ისე გაალამაზა და ისეთი მოსახერხებელი გახადა დაბურული ტყე, რომ ცხოველებიან-ფრინველებიანად, ლამის ყველამ იქ მოისურვა ბინის დადება.

ასე გახალისდა და გაცოცხლდა ეს ადგილი. სხვათა შორის, იქვე გაიხსნა ჩამოცვენილი ნივთების ძლიან საინტერესო მუზეუმიც... პატარა ვარსკვლავი, პატარა ღამურასთან ერთად, ხშირად დადის დაბურული ტყის  მუზეუმის დასათვალიერებლად და უხარია, რომ ამ ადგილიდან აფრენილი ერთადერთი  ექსპონატია.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიირთვით ოჯახთან ერთად

მიირთვით ოჯახთან ერთად რაც შეიძლება ხშირად.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026