kids.ge logo

ჭინკები (როგორც ზღაპარში)

ფავორიტებში დამატება

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს.გველნაკბენივით წამოვხტი საწოლიდან.გონება მოვიკრიბე და წუხანდელი ამბავი გავიხსენე.ნუთუ სიზმარში ვიყავი?! არა..არა..ყველაფერი ისეთი ცხადი იყო...ნამდვილად მოხდა..ნამდვილად მოხდა!

-ბებო,ბებო!-გავძახე ხმამაღლა

შეშინებული ბებია ოთახში შემოვარდა

-რა მოხდა შვილო?

-ბებო,რა დროს მოვედი გუშინ სახლში?-თვალებში ჩავხედე ბებიას

-თითქმის,დაღამებული იყო...

-მარტო მოვედი?

-კი,შვილო,რა მოხდა?

-არაფერი...არაფერი ბებო...-საწოლიდან წამოვხტი და ბებიას გადავეხვიე-წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე,ცხადში მეგონა თავი.

ფანჯარას მივვარდი და გამოვაღე,ცოტა გამოფხიზლება მინდოდა. გამოვფხიზლდი კი არა,გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა.ფანჯრის რაფაზე მონეტა იდო,თამარ მეფის დროის.დავიბენი.ნეტავი ეს მონეტა აქ საიდან გაჩნდა...მე მოვიტანე? მართლა დროში ვიმოგზაურე? სასწაულები არ არსებობს,ალბად ვიპოვნე და აღარ მახსოვს...

-ბებო,ეს მონეტა შენ გქონდა?

-რომელი მონეტა...პირველად ვხედავ...შეიძლება აქ იდო და მე არ მახსოვს...რა იყო შვილო,ცუდად ხომ არ ხარ?

-არა,არა,კარგად ვარ!-დავამშვიდე შეშინებული ბებია.

-კარგად როგორ ხარ,სახეზე ფერი არ გადევს,მოდი შვილო ისაუზმე!-შემეხვერწა ბებია.

საუზმე აღარ გამხსენებია,ბებიას ჩუმად სახლიდან გამოვიპარე და ხევისკენ გავეშურე.ორღობე გავიარე.  აღმართს მივადექი,ნაბიჯი შევანელე,არ მინდა გავიხედო გიორგის სახლისკენ,მეშინია...მინდა ჩემს გონებაში სიზმარში ნახული გიორგი დარჩეს,ჭკვიანი,მშვენიერი და ყოვლისშემძლე,და არა სულელი... თვალები დავხუჭე და გზა გავაგრძელე,საშინელმა ზმუილმა შემაჩერა.დაფეთებულმა თვალები გავახილე...ძლივს მოვაბრუნე თავი...გიორგი ზმუოდა და შესაბრალისად იღიმოდა.

-გიორგი ვერ მიცანი?-აკანკალებულმა ხელი გავუწოდე,ისიც ჩემკენ წამოვიდა.

გიორგი იცინოდა და გაკვირვებული მიყურებდა. მთელი ძალით ჩავებღაუჭე,ვანჯღრევდი,ჩავძახოდი გონს მოსულიყო...ის კი უარესად შტერდებოდა,ღრიალებდა.თვალთ დამიბნელდა,გონება დავკარგე.როცა თვალი გავახილე დავინახე გაალმასებული ქალი,ისე მიყურებდა,მეგონა შუაზე გამგლეჯდა.

-რა გინდა ჩემს შვილთან,რას ერჩი,არ ეყოფა თავისი უბედურება?!- ჩამძახოდა გააფრთებული.

ქალს ხელი ვკარი და გავიქეცი.როცა ხევთან მივედი,მაშინ გავჩერდი.გონს მოვედი.დავიბენი.ხევში უნდა ჩავიდე...გიორგი ვიპოვნო...ყველაფერი გავარკვიო...არა,აქ არავინ არის,ყველაფერი სიზმარი იყო,სად მივდივარ,რას დავეძებ...გიორგი ხომ იქ,თავის სახლთან დავტოვე...ან იქნებ აქ არის...თავი ფიქრებმა დამიმძიმეს.

ხევში ჩავედი.  ჩაბნელებულ მღვიმეში შევედი...ჰოი,საოცრებავ!ისევ დავინახე სინათლის მკრთალი სხივი.რკინის უზარმაზარ ჭიშკარს მუჭები დავუშინე.კარი კიკნამ გამიღო.მოწყენილი ჩანდა.

-წამოდი,ის იქ არის!-კიკნამ ხელი გაიშვირა ყვითელი კარისკენ.

გიორგი დერეფანში იდგა და მელოდა.

-გიორგი აქ ხარ?-შევძახე გახარებულმა.

-აქ ვარ...გუშინ მხოლოდ ორი ოთახი ვნახეთ...დანარჩენი სანახავი გვაქვს...არ გინდა ვნახოთ?

-არა,არაფრის ნახვა აღარ მინდა!ეს ყველაფერი არარეალურია...ზღაპარია...სიზმარია...წამოდი ჩემთან ერთად,ისეთი როგორიც აქ ხარ...ცხოვრებას დაუბრუნდი...იქ მზეა...სუფთა ჰაერია...აქ...აქ ბნელა...სუნთქვა ჭირს...ხომ წამოხვალ,მიპასუხე!

-არა,იმ სამყარომ არ მიმიღო,იქ არარაობა ვარ,აქ კი ხელმწიფე.ეს ჩემი სამფლობელოა.

-არა...არა,იქ მე მჭირდები!

-მე არავის ვჭირდები!

-ცხოვრება მშვენიერია!-არ ვაპირებდი დანებებას.

-იქ ერთმანეთს ებრძვიან,ქურდობენ,კლავენ,არბევენ,მტრობენ,ფლიდობენ...ესაა ცხოვრება ლამაზი და მშვენიერი?!მე აქ ვრჩები.თუ ისურვებ,შეგიძლია შენც დარჩე.

-ცხოვრება მხოლოდ სიძულვილი არ არის.ცხოვრება სიყვარულია,სიკეთეა,ერთმანეთის გატანა,მეგობრობა...

-ხომ ხედავ ვერ მარწმუნებ,რატომ უნდა წამოვიდე იქ,საწუთრო ჩემთვის უცხო და მიუწვდომელია.წადი სანამ გვიანი არ არის,აქ დარჩენა სახიფათოა,დაივიწყე რაც აქ ნახე,მოვა დრო ისევ  დაბრუნდები,ოღონდ ჯერ არა!

აღარ ვიცოდი რა მეთქვა,ვიდექით და ორივენი ვდუმდით.

-წადი!მოშორდი აქაურობას!-დაიღრიალა გიორგიმ

სხვა გზა აღარ მქონდა,მის ნებას უნდა დავმორჩილებულიყავი.

-კარგი, მე წავალ...ერთი სათხოვარი მაქვს,წასვლამდე მინდა ნატვრისთვალი ვნახო,უკვე მაქვს ჩემი ერთადერთი სურვილი...

გიორგი მდუმარედ გამიძღვა იმ ოთახისკენ,სადაც ნატვრისთვალი იყო.კარი შევაღე თუ არა,საოცარმა ფერებმა მომჭრეს თვალი.მივეახლე ნატვრისთვალს და ის სურვილი ჩავუთქვი,რაც იმ წუთას ყველაზე მეტად მინდოდა.

-ახლა კი წავალ!-მორჩილად ვუთხარი გიორგის.

-მშვიდობით ნინო!

-მშვიდობით გიორგი!

კიკნა საცოდავად მოფუზულიყო და გაკვირვებული გვიყურებდა ორივეს.თავზე ხელი გადავუსვი,დავემშვიდობე.წავედი და უკან აღარ მომიხედავს.

როცა ზევით ავედი,ვიგრძენი, რომ დიდი ტკივილის მიუხედავად,რაღაც მიხაროდა.მიხაროდა მზის ხილვა,ნიავის ქროლვა,ფოთლების შრიალი...ერთ ლამაზ ხესთან ჩავჯექი და ყური დავუგდე ტყის ჩურჩულს,ჩიტების გალობას.

-გაიღვიძე ბიძიკო,გაიღვიძე!-ჩამესმა ხმა.

თვალი გავახილე და მხარზე თოფგადაკიდებული კაცი დავინახე. 

-გაიღვიძე შვილო, ღამდება!

-თქვენ ვინ ხართ?-გამოვფხიზლდი როგორც იქნა.

-მე ტყის მცველი ვარ!

-ტყის მცველი?!

-სოფელში ვიყავი,ახლა იქიდან მოვდივარ.შემთხვევით გიპოვნე,თორემ ვინ იცის,რა დაგემართებოდა,უკვე ღამდება,ტყე სავსეა ნადირით.

-გაიხარეთ,დიდი მადლობა!

-ახლა მე სოფელში ამბავი ვნახე,ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსს არაფერს შევსწრებივარ!

-რა მოხდა?-ცოტა არ იყოს შემეშინდა.

-სიკეთე და კაი ამბავი ბიძიკო,ლუკას შვილიშვილი თუ იცი შენ,თითქმის შენი ტოლაა,გიორგი ჰქვია,ათი წელია გონება აქვს დაბინდული,ბავშვობაში რაღაც შეემთხვა და გაგიჟდა,დღეს ისევ შეუშინებიათ და ბიჭი გონს მოვიდა.

-რომელი გიორგი,დიდი აღმართის თავში რომ ცხოვრობს?

-ჰო,სწორედ ეგ გიორგი,თურმე ჭინკებს შეუშინებიათ.ცალფეხა ნიკიფორე ირწმუნება,მათი სახლის უკან ჭინკების მთელი არმია დავინახეო.

-მართლა?!-ვეღარ დავმალე აღტაცება.სიხარულისგან, ბედნიერებისგან ფრთაშესხმულს ცრემლები წამსკდა...სიხარულის ცრემლები.

-შენ, როგორი გულჩვილი ყოფილხარ,შვილო,იცნობ ხომ გიორგის? იჩქარე,თორემ დაგაღამდება.მე წავედი.ნახვამდის ბიძიკო!-დამემშვიდობა ტყის მცველი.

სიზმარი და რეალობა ერთმანეთში ამერია.ვერაფერს ვხვდებოდი.ხმამაღლა ვტიროდი...კი არ ვტიროდი ვღრიალებდი...ტყე იყო ერთადერთი ჩემი მანუგეშებელი.ტყიდან გამოვედი და სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექი.

მზეს შევხედე.უკანასკნელ სხივებს იკრეფდა მნათობი.გახარებული და ბედნიერი მზეს მოვეფერე,მანაც მაგიერი ალერსი მიძღვნა,მერე კი საერთოდ გაქრა,დასავლეთით კი წითელი ნათება დაგვიტოვა,ნიშანი იმისა, რომ ხვალაც მზიანი დღე დადგებოდა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაუთმეთ დრო ბავშვებს

ყოველდღე ეთამაშეთ ბავშვებს, თუნდაც, ნახევარი საათის განმავლობაში, რადგან მათთვის აუცილებელია სისტემატიურად გრძნობდნენ როგორც დედის, ასევე, მამის ყურადღებას. შეეცადეთ გაამხიარულოთ ბავშვები და თავადაც გამხიარულდეთ. შეიძლება ყოველთვის არ იყოთ კომფორტულად, ვერ მართოთ ბავშვები, გაბრაზდეთ ან იმედგაცრუება იგრძნოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ყველაზე დიდ გავლენას მათ ქცევაზე, აზრებსა და ემოციებზე სწორედ თქვენ ახდენთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024