ჭინკებს შორის სულ პატარა,ახალგაზრდა სახის ჭინკა გამოძვრა და გიორგის წინ დასკუპდა.
-კიკნა,დღეს სტუმარი გვყავს,აბა,გაგვიძეხი,ჩვენი მეგზური იქნები!-მოეფერა გიორგი პატარა ჭინკას.
კიკნამ რაღაც დაიწრიპინა,მღვიმეში შემოსასვლელ კართან მიირბინა,უზარმაზარ თაღზე ახტა და იქიდან რაღაც ბრჭყვიალა საგანი ჩამოიღო.
-მობრძანდით!-მომმართა თავისი წრიპინა ხმით.
მე,გიორგი და კიკნა მღვიმის სიღრმისკენ წავედით.უზარმაზარ ,ყვითელ კარებთან გავჩერდით.კიკნამ გასაღების ჭრილში ის ბრჭყვიალა საგანი შეაცურა,რაღაც ჩაიბუტუნა და კარებიც გაიღო.უსასრულო დერეფნის ორივე მხარეს ფერად-ფერადი კარებები ჩამწკრივებულიყვნენ.
-ეს,ჩვენი სასტუმროა!-ჩამჩურჩულა გიორგიმ-აქ ათასი ოთახი გვაქვს.აირჩიე რომელიც გინდა, ,ყველა შენს განკარგულებაშია.
კიკნამ პირველი,ვარდისფერი ოთახის კარები შეაღო.ოთახი საოცრად ანათებდა.შუაგულში ბრჭყვიალა ბურთი ეკიდა.
-ეს ნატვრისთვალია!-მითხრა გიორგიმ.
-ნატვრისთვალი?!-შევძახე გაკვირვებულმა.
-შეგიძლია შენი სანუკვარი,ერთადერთი ნატვრა უთხრა და აუცილებლად აგიხდება. -აწრიპინდა კიკნა.
დავფიქრდი.ბევრი ნატვრა მქონია...ვერაფრით ამოვირჩიე,ერთადერთი და სანუკვარი.აღარ ვიცოდი რა მექნა.
-ორი შეიძლება?-ვიკითხე მორიდებით.
-არა,მხოლოდ ერთი!-დამიზუსტა გიორგიმ.
-ყველას უსრულებს ნატვრას?
-ჭინკებს არა,იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ყველაფერი შეგვიძლია...მხოლოდ ადამიანებს
-მოვიფიქრებ...ხომ შეიძლება ცოტა დავფიქრდე...-ვთხოვე კიკნას.
ნატვრისთვალის წინაშე უძლური გავხდი.რამდენჯერ მინატრია მეპოვნა „ნატვრისთვალი“,ოცნებებში ხან გავმდიდრდებოდი,ხან სამყაროს მბრძანებელი ვხდებოდი...აი,ჩემს წინაშე ნამდვილი,ბრჭყვიალა ნატვრისთვალი ტრიალებს და მე არ მჯერა ეს ყველაფერი,ჩემს გამოფხიზლებას ველოდები.რეალობაში ვარ თუ ზღაპარში? ვერაფერი გამიგია.
-კარგი...მაგრამ იცოდე,ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა!-დამარიგა კიკნამ.
ოთახი დავტოვეთ და გზა გავაგრძელეთ.ცისფერ კართან შევჩერდით.
-ეს ოთახი წარსულის ოთახია,რომელ დროსაც ისურვებ იმ დროში დაგაბრუნებს.
-მართლა?-შევძახე გაკვირვებულმა-პირველყოფილ წყობილებაში თუ შეგვიძლია დაბრუნება?
-რა თქმა უნდა!-გამიღიმა გიორგიმ-მაგრამ იქ საშიშია,შესაძლოა დინოზავრებმა შეგჭამონ...
-თამარ მეფის ეპოქაში?
-შეგვიძლია!
-აი,ეს მინდა...მინდა ჩემი თვალით ვნახო დიდებული მეფე, შეიძლება?-ვერ ვმალავდი ჩემს დიდ სურვილს.
ოთახის კარი შევაღეთ.უზარმაზარი თაროები სავსე იყო წიგნებით.თაროებიც და წიგნებიც დანომრილი იყო.მეთორმეტე თაროსთან შევჩერდით.კიკნა თაროს თავზე მოექცა და იქიდან წითელი წიგნი ჩამოიღო.მასზე ოქროსფერი ასოებით ეწერა „მეფე თამარი“.წიგნი გადაშალა და თითით ფრთხილად შეეხო წარწერას „რუქნადინის დამარცხება“.წარწერა განათდა,როგორც ჩვენმა კომპიუტერებმა იციან, ზუსტად ისე,წარერის ადგილას მთლიანი სურათი გამოისახა,მეფე თამარი ქართველი დიდებულებით გარშემორტყმული.
-საკმარისია ჩვენი ჯადოსნური გასაღებით შეგეხოთ,მაგიური სიტყვები წარმოვთქვა,ყველანი,ზუსტად ამ მომენტში მეფის სასახლეში აღმოვჩნდებით.-განმარტება მოგვცა კიკნამ.
-ტანსაცმელი!-უეცრად წამოვიყვირე
-რომელი ტანსაცმელი?
-თქვენ არაგიშავთ,თქვენი ჩაცმულობა ცოტა მაინც შეეფერება იმ ეპოქას,მაგრამ ჩემი ჩაცმულობით ყველას გავაოცებ.
ორივემ შემომხედა,შემათვალიერეს:ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური,თეთრი ბოტასი,მხარზე გადაკიდებული შავი ტყავის ჩანთა...გიორგიმ ჩაიღიმა...
-არაუშავს! აბა,მოემზადეთ,ყველას გვინდა წასვლა,განსაკუთრებით კი ჩვენს ნინოს.
კიკნამ ორივეს ჩაგვკიდა ხელი,თავისი ბრჭყვიალა გასაღები სათითაოდ ყველას შეგვახო,რაღაც მაგიური სიტყვები წარმოსთქვა.უეცრად ყველაფერი დატრიალდა.თვალები დავხუჭე.როცა გავახილე,სამივეს სულ სხვა სამოსი გვეცვა:კიკნა ხუმარას ჰგავდა,გიორგი იმ ეპოქის რაინდს,მე კი ერთ უბრალო გლეხის ქალს.გულიანად ვიხარხარეთ,თან ერთმანეთის ტანსაცმელს ვამოწმებდით.
-აბა,მივდივართ?!-გიორგიმ მე შემომხედა-თუ გადაიფიქრე!
-არავითარ შემთხვევაში!-არც დავფიქრებულვარ ისე მივაძახე გიორგის.
-მაშინ მოემზადეთ,მეფის სასახლეს ვესტუმროთ!
ისევ მაგიური სიტყვები წარმოსთქვა კიკნამ და თვალისდახამხამებაში თამარ მეფის სასახლეში აღმოვჩნდით.უამრავი ადამიანი ირეოდა ირგვლივ.ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია.ჩვენს გვერდით ორი დარბაისელი მამაკაცი საუბრობდა.მათი ხმა აშკარად გვესმოდა.
-ისიდორე,გაიგე ახალი ამბავი?-ეკითხებოდა ერთი მეორეს
-რომელი ამბავი?
-თურქი სულთანი,რუქნადინი,ურიცხვი ჯარით ბასიანის ველზე დაბანაკებულა.
-ჰაი,დედასა!ძალა აღარ შემწევს,როგორ მინდა ჯავრი ვიყარო,მაგ ურჯულოებზე!
-მეფე რას შვრება,მეფე?
-მეფე ღირსეულ პასუხს გასცემს,წვევის წიგნები გააგზავნა საქართველოს ყველა კუთხეში,მხედრობა უნდა შეკრიბოს.-წვერზე ხელი დაისვა და დანანებით თავი გადააქნია მოსაუბრემ,თითქოს ნანობდა, ახალგაზრდა რომ არ იყო,რომ არ შეეძლო ბრძოლაში ჩაბმა.
გარედან ბუკის ხმა გაისმა,მერე ვიღაცამ დაიძახა,მოციქული რუქნადინისაო.მცველმა კარი გააღო და სასახლეში მოციქული რამდენიმე მხლებელთან ერთად შემოვიდა.
კიკნა წინ გაცუნცულდა და ჩვენც ხელი დაგვიქნია,მომყევითო. მალულად ავედევნეთ მოციქულს.დიდი დარბაზი გავიარეთ და იმ კართან შევჩერდით,სადაც მოციქული შევიდა,სმენად გადავიქეცით,თან გასაღების ჭუჭრუტანაში ვიჭყიტებოდით მორიგეობით.
-მეფე თამარს,ჩვენმა მბრძანებელმა უსტარი მოართვა-დამტვრეული ქართულით ალაპარაკდა მოციქული.ეტყობა წერილი მეფის რომელიღაც თანმხლებმა პირმა ჩამოართვა,გახსნა და კითხვა ხმამაღლა დაიწყო:
-მეფე თამარ,მიიღე ჩემი სალამი,მაგრამ ამასთანავე მინდა მოგახსენო,რომ გაბრაზებული ვარ!-აქ ჩაახველა წერილის წამკითხველმა,ცოტა ხანს შეჩერდა და ისევ განაგრძო-შენ,მაჰმადიანები დაგიჩაგრავს და ირანელთა სულთანი დაგიმარცხებია,ახლა მე სამაგიეროს გადასახდელად მოვდივარ!-ისევ გაჩერდა მკითხველი,ირგვლივ ჩოჩქოლი ატყდა.ქართველები მრისხანებას აფრქვევდნენ.
-ქართველებიდან ცოცხალს მხოლოდ იმას დავტოვებ,ვინც სასწრაფოდ გამოცხადდება ჩემს კარავთან...-წერილი კითხვა განაგრძო მკითხველმა-დაგმობს ქრისტეს და მაჰმადიანობას მიიღებს,თუ არა,ყველას სულ ერთიანად გაგჟლეტთ!
ახმაურდნენ დარბაზში მყოფნი.
-ჰაი,დედასა,მაგასაც ვნახავ!-დასჭექა ვიღაცამ
-როგორ გადიდგულებულა,ეტყობა კარგად არ გვიცნობს!
-მომისმინეთ!-ხელი მაღლა ასწია მოციქულმა და სიტყვა მოითხოვა.
-თუ თქვენი მეფე დატოვებს ქრისტეს და მაჰმადს იწამებს,სულთანი მას ცოლად მოიყვანს თუ არა მისი ხარჭა იქნება.
დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა.გასაღების ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე.დავინახე მოციქულის დამცინავი ღიმილი.უეცრად მისკენ,მაღალი,წარმოსადეგი ,ვაჟკაცური გარეგნობის მამაკაცი გაემართა.მოციქულთან მივიდა,ისეთი სილა გააწნა,მოციქული რამდენიმე მეტრში გადავარდა და ძირს ცოცხალმკვდარი დაენარცხა,აღარ ინძრეოდა.
თამარ მეფე ფეხზე წამოდგა.ღმერთო,რა დიდებული იყო.გასაოცარი სილამაზე და გონიერება დავინახე მის სახეზე.
-ზაქარია,ფრთხილად არ შემოგაკვდეს!-მიაძახა მხედართმთავარს.
მივხვდი რომ ეს მამაკაცი ზაქარია მხარგრძელი იყო.
-სიკვდილის ღირსია,მაგრამ ცოცხალი უნდა დავტოვოთ,მხოლოდ იმიტომ პასუხი მიუტანოს თავის უფროსს!
ძლივს მოასულიერეს ცოცხალმკვდარი მოციქული.გაბოროტებული თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.ზაქარიამ ფეხზე ძლივს წამოაყენა.გონსმოსულ მოციქულს მრისხანედ უთხრა:შენ რომ მოციქული არ იყო,ჯერ ენას მოგკვეთდი,მერე თავს!
მოციქული და მისი მხლებლები სირბილით გაეცალნენ მეფის სასახლეს.
ძალიან გამამხიარულა ამ თავგადასავალმა.გულით მინდოდა თამარის ეპოქაში დარჩენა,სიამაყით,ღირსებით სავსე ქართველების გვერდით ყოფნა,ბრძოლის ხილვა,მაგრამ ბრძოლის ხსენებაზე კიკნა აწუწუნდა,ბრძოლაში ისარი ან ხმალი რომ მოგვხვდეს,მორჩა,მომავალი არ გვექნებაო.ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო საქართველოს ისტორიის ყველაზე მაგარ ეპოქაში მოგზაურობა,თამარ მეფის ხილვა.აღტაცებული,ბედნიერი და ამაყი ვიყავი.ემოციებს ვერ ვმალავდი.კიკნა გულში ჩავიკარი და დავაიმედე,ბრძოლაში გასვლას არ ვაპირებმეთქი.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას
მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო