kids.ge logo

ჭინკები (როგორც ზღაპარში)

ფავორიტებში დამატება

ახლა იმ ხევში ვარ,რომლის ხსენებაზეც კანკალი ამიტანდა ხოლმე ბავშვობაში.განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი ეფროსინესი მეშინოდა.ის ყვებოდა ათასგვარ ამბებს ხევის შესახებ.დასცინოდნენ,რას არ მოიგონებსო,საიდან მოაქვს ამდენი ზრაპრებიო...მაგრამ მაინც ხევის ყველას ეშინოდა და მის სიახლოვეს მისვლას ვერავინ ბედავდა.

ჭინკებმა ბავშვი მოიტაცესო...ჭინკებმა გაღმა სოფლიდან მომავალი მთვრალი ნიკიფორე კინაღამ ხევში ჩაითრიესო...წუხელ ჭინკებს  დიდი ღრეობა ქონდათო...და რა ვიცი,რას აღარ ყვებოდნენ. ყველაფერი ეფროსინეს მოტანილი ამბები იყო.იმასაც ამბობდნენ, ეს კუდიანი ჭინკებთან მეგობრობსო.სოფელში ყველას ეშინოდა მისი გამოჩენის.ერიდებოდნენ,არავის სურდა მასთან საუბარი.მე კი, სხვებისგან განსხვავებით,მეშინოდა,მაგრამ ძალიან მიყვარდა მისი გამოგონილი,თუ მართლა ნახული ხევის ზღაპრები.ჩემი ცნობისმოყვარეობა,ახლის შემეცნების წყურვილი იმდენად დიდი იყო,რომ ყველანაირი გრძნობა,განსაკუთრებით შიში,სადღაც იკარგებოდა,მთელი არსებით მივილტვოდი სიახლისკენ,მისი შეგრძნების,ძირფესვიანად მისი ამოცნობის დიადი მიზნისკენ.ეს გრძნობა ბავშვობიდან მომყვება და დღემდე არ მშორდება.

-ეფროსინე,მომიყევი ზღაპარი!-ვეხვერწებოდი ყელგამოწეული.

-რომელი ზღაპარი?-ჩაიცინებდა ეფროსინე

-ჭინკებზე!

-ოხ,შენ მართლა ჭინკა,მოდი ჩემთან,კამფეტი მოგცე!

ეფროსინე ჯიბიდან კამფეტს ამოიღებდა და მაძლევდა.მერე გულში ჩამიკრავდა,დაიწყებდა  ხევის ამბებს.სულ მასთან მინდოდა,ალბათ იმიტომ რომ მხიბლავდა მისი ჯადოსნური ამბები.თხრობის საოცარი უნარი ჰქონდა,კარგი მსახიობივით,საჭირო ინტონაციით,ჭინკების უცნაურ სამყაროში გადამისროდა ხოლმე.

-რა გინდა ჩემს შვილიშვილთან?!-შემოუყვირებდა ბებია.

-სიკეთე და სიხარული,ჩემო ნინა!-წყნარად ეტყოდა ეფროსინე.

-ნუ,გამიგიჟე ბავშვი,თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები.-დაემუქრებოდა ბებია.

-ეჰ,ამ ბავშვს თქვენზე მეტი ჭკუა-გონება აქვს!

-აქედან დაიკარგე!

-წავალ,ქალო,აბა,რას ვიზამ!-მორჩილად ეტყოდა ეფროსინე.თავის ჯოხს დაიბიჯგებდა და ბუტბუტით გააგრძელებდა გზას.

ეფროსინე სოფლის განაპირას,პატარა ქოხში ცხოვრობდა,სულ მარტო.მის ქოხს სიახლოვეს არავინ ეკარებოდა,მე კი მისი ხშირი სტუმარი ვიყავი,ბებია მიშლიდა მასთან 

სტუმრობას,მაგრამ ჩუმჩუმად მაინც დავდიოდი.მისი უცნაური ქოხი მხიბლავდა.ქოხში არსებული ნებისმიერი ნივთი ჩემს ინტერესს იწვევდა...სულ ვკირკიტობდი ეფროსინეს ნივთებში,ყველგან ვიქექებოდი და ოცნებებში დავცურავდი.\

მოკვდა ეფროსინე და თან წაიღო ხევის ამბები.მისმა სიკვდილმა გული მატკინა,თითქოს რაღაც დამაკლდა.ყოველთვის,როცა სოფელში ჩამოვდიოდი,აუცილებლად ვსტუმრობდი ეფროსინეს ქოხს.ეზოში,პატარა სკამზე ჩამოვჯდებოდი და წარსულს ვიხსენებდი.ქოხში შიშით ვეღარ შევდიოდი.ერთხელ მომეჩვენა, რომ ეფროსინემ ფანჯრიდან ხელი დამიქნია და გამიღიმა.

ვდგავარ ახლა,იმ საშინელ ხევში და ველოდები,როდის გამოჩნდებიან ჭინკები.შიშსზე ძლიერი ახლა,ჩემი ცნობისმოყვარეობაა.საინტერესოა,ზოროს ფორმაში გამოწყობილი უცნობი სად დაიკარგა,ვეღარ ვხედავ.ამ ფიქრებში უზარმაზარ მღვიმეს მივადექი.კიდევ უფრო მეტად დავიძაბე.ბნელი მღვიმედან მკრთალი სინათლის შუქი მოდიოდა.ნეტავ ეს შუქი საიდან მოდის?ინტერესი კიდევ უფრო გამიმძაფრდა.იქით წავედი,საიდანაც შუქის მკრთალი შუქი ეცემოდა.ბორძიკით მივადექი უზარმაზარ რკინის ჭიშკარს.ხელების ფათურით სახელური ვიპოვნე და დახურული კარი გავაღე.გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა.გაჩაღჩაღებული,უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო ჭინკებით.

ეფროსინეს ნაამბობიდან ვიცოდი,როგორები იყვნენ ჭინკები გარეგნობით და ახლა, როცა რეალურად მათ წინაშე აღმოვჩნდი მივხვდი,ვინც იყვნენ:ტანად პატარები,დიდი თმებით,წრიპინა ხმით,სხარტები და მოხერხებულები.ქალები,კაცები,ბავშვები მეტნაკლებად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან,თითქმის ყველას ერთი სიმაღლე ჰქონდა  და ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა.თმები ზოგს თავზე უზარმაზარ კოსად ჰქონდა დახვეული,ზოგს კი გაშლილი.ყველანი იმ უცნაური „ზოროს“ გარშემო დახტოდნენ.დარბაზში საოცარი მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა.

თითქოს მელოდნენო,ჩემი გამოჩენა არც გაკვირვებიათ.განაგრძეს თავიანთი ცერემონიალი,შავებში გამოწყობილ უცნობს თავს უკრავდნენ და მოწიწებით ხელზე კოცნიდნენ.როცა ყველა ეახლა,მუსიკა შეწყდა.თავდახრილმა ჭინკებმა გზა დაუთმეს შაოსან უცნობს და ისიც ჩემკენ გამოემართა.ლამის გული საგულედან ამომივარდა.ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს თავს მართლა ხდება,თუ მძინავს და საოცარ სიზმარს ვნახულობ?!ხელზე ვიჩქმიტე,ისე მწარედ მეტკინა,მივხვდი სიზმარში არ ვიყავი.

უცნობი თანდათან მიახლოვდება.შიშისაგან ლამის გული წამივიდა.ახლა  არავინ თამაშობს,ეს სინამდვილეა,რომელი ფილმი,სადაური „ზორო“,ეს გმირი რაღაც ახალი,ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობი ,მაგრამ ჩემი აღმოჩენაა.

მიახლოვდება ეს „ჩემი აღმოჩენა“.გზადაგზა მოსასხამი მოიხსნა,ნიღაბი გვერდზე მოისროლა და ჰოი,საოცრება! ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს...ეს ხომ გიორგია...ეს ბიჭი დღეს თავის ეზოში ვნახე,სულელი,უაზრო ღიმილით,ცხოველური ღმუილით აშინებდა ბავშვებს... 

მომიახლოვდა.ჩემს წინ დადგა და გამიღიმა.ღმერთო ჩემო,ეს ნამდვილად მზეჭაბუკია,ზღაპრის პრინცი.

-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს მღვიმეში!-ხელი გამომიწოდა გიორგიმ.

დავიბენი.გიორგი ჩვეულებრივად საუბრობდა და აზროვნებდა.ნუთუ ჭინკებით სავსე მღვიმეში უნდა გავყვე...ესენი ხომ ადამიანებს არ ინდობენ,მე რატომ დამინდობენ,მე ვინ ვარ...

გიორგისთან როგორ მეგობრობენ...მეგობრობენ კი არა,მე მგონი გიორგი მათი ხელმწიფეა...

მოკლედ,ჩემს ტვინში ფიქრების კორიანტელი დატრიალდა.

-მოდი,ნუ გეშინია!-შემატყო დაბნევა გიორგიმ.

ხელი ჩამკიდა და საოცარი შუქით გაჩაღჩაღებული დარბაზისკენ წამიყვანა.უცნაურმა გრძნობამ ამიტაცა.სიხარულის,ბედნიერების,სიყვარულის,გაოცების,აღტაცების,ცოტა შიშის ნაზავი იყო ეს გრძნობა.

ჩვენს წინ თავდახრილი ჭინკები ძალიან შემიყვარდნენ,მათი პატივისცემა,მოკრძალება ჩვენს მიმართ ნამდვილად  დასაფასებელი იყო.

შუაგულ დარბაზში,ამაღლებულ ადგილზე  მოჩუქურთმებული მაგიდა და ორი სკამი იდგა.იქ დავსხედით მე დამუნჯებული და გიორგი ბედნიერებისგან გაბრწყინებული. ჩვენი შეხვედრის წამიდან თვალს არ მაშორებს,ისე მიყურებს,როგორც დიდი ხნის მონატრებულ ადამიანს.ვგრძნობ,რომ ჩვენს შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა.სითბო,სიყვარული,მეგობრობა,მონატრება გამოსჭვიოდა მის მზერაში.

-გიორგი,ეს შენ ხარ?-როგორც იქნა ხმა ამოვიღე.

გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

-აქ საიდან მოხვდი,ეს უცნაური არსებები ვინ არიან?

-ეს ჩემი სახლია,ესენი კი ჩემი მეგობრები!

-შენი სახლი?!შენი სახლი ხომ იქ...

-იქ უბედური ვარ,აქ კი ბედნიერი!იქ არარაობა ვარ,აქ კი ხელმწიფე!-გამაწყვეტინა სიტყვა გიორგიმ.

-შენ...შენ ძალიან შეიცვალე...ძლივს გიცანი...

-შენც შეცვლილხარ...მაგრამ გიცანი...ახლა ჩემს მეგობრებს გაგაცნობ!-მითხრა გიორგიმ და ტაში შემოჰკრა.

ყოველი მხრიდან ჩვენსკენ წამოვიდნენ ეს უცნაური არსებები.ყველას უბრწყინავდა ჩალისფერი დიდი თმა,ზოგს შეკრული,ზოგს კი გაშლილი.მხიარული ყიჟინით შეიკრიბნენ ჩვენს გარშემო,ჩვენსკენ იშვერდნენ თითებს და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.თითქმის ყველა თანაბარი სიმაღლის იყო,მაგრამ სახეები ჰქონდათ განსხვავებული,ზოგი მოხუცი იყო,ზოგი ახალგაზრდა,ზოგიც სულ მთლად ბავშვი...ქალი და კაცი ერთმანეთისგან მხოლოდ სახით განსხვავდებოდა,სიმაღლე და ჩაცმულობა ერთნაირი ქონდათ.

გიორგი ფეხზე წამოდგა.უეცრად ისე გაისუსნენ,რომ იტყვიან,ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი.დავრწმუნდი,რომ გიორგი ამ არსებების მბრძანებელი იყო.

 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აირიდეთ სევდიანი დამშვიდობებები

თუ თქვენი შვილი ნერვიულობს იმაზე, რომ შორდებით, მიეცით მას რაიმე ხელშესახები, რათა გაგიხსენოთ, მაგალითად, მიეცით მას თქვენი სურათი, აკოცეთ ხელსახოცს ან გამოუჭერით გულის ფორმის ქაღალდი და ჩაუდეთ იგი ჯიბეში. რაიმე ნივთის მიცემა, რომელსაც იგი ფიზიკურად შეეხება, თავს უფრო მშვიდად აგრძნობინებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024