kids.ge logo

ალექსანდრე ორბელიანი

ალექსანდრე ორბელიანი

ფავორიტებში დამატება

ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) (დ. 24 მაისი, 1802 — გ. 28 დეკემბერი, 1869) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. ერეკლე მეფის შვილიშვილი, თეკლე ბატონიშვილის ვაჟი.

ალექსანდრე სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.

ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი „მთოვარე“ გამოქვეყნდა 1832 წელს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში“. ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრეს მთავარი მიზანი.

„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თოდრია:


Kids.ge-ს რჩევები

გაიმეორეთ რუტინა ყოველდღე

გამეორება არის წარმატების გასაღები. რაც უფრო ხშირად გაიმეორებს ბავშვი რუტინას, მით უფრო ადვილი გახდება მისთვის მისი დამახსოვრება და შესრულება.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026