საზაფხულო სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა, 2026 წლის
2026 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, Kids.ge გთავაზობთ საზაფხულო სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამას 5-6 წლის ბავშვებისათვის, ვინც მიმდინარე წლის სექტემბერში პირველად მიდის სკოლაში.
დღეში ორი შეხვედრა: 2 × 50 წუთი + 5 წუთიანი შესვენება (ჯამში 1 საათი და 45 წუთი);
საგანზე სოციალური და ემოციური განვითარება, მუშაობა ხდება ბავშვის ჯგუფში ჩართულობაზე, წესების გაგებაზე, ემოციების ამოცნობასა და თანატოლებთან მშვიდ ურთიერთობაზე. ბავშვები სწავლობენ მოსმენას, დალოდებას, საკუთარი საჭიროების გამოხატვას და ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობას.
მეტყველების განვითარების საგანზე ბავშვები მუშაობენ მოსმენაზე, გაგებაზე, პასუხის გაცემაზე და აზრის თანმიმდევრულად გადმოცემაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის აქტიურ მეტყველებას — როგორ აღწერს სურათს, როგორ პასუხობს კითხვას, როგორ ჰყვება ამბავს და როგორ გამოხატავს საკუთარ სურვილს ან ემოციას.
საგანზე შემეცნებითი უნარები, მუშაობა ხდება ბავშვის ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, დაკვირვებაზე, შედარებაზე და ლოგიკურ აზროვნებაზე. ბავშვები ასრულებენ ისეთ დავალებებს, რომლებიც ეხმარება მათ უკეთ დააკვირდნენ, იფიქრონ, იპოვონ კავშირები და დავალება ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულონ.
მათემატიკური უნარების განვითარების საგანზე ბავშვები ეცნობიან რაოდენობას, რიცხვებს, დათვლას, შედარებას, ფორმებსა და სივრცით ცნებებს. მუშაობა ძირითადად ხდება თამაშით, საგნებით, ვიზუალური მასალებით და პრაქტიკული დავალებებით, რათა ბავშვმა მათემატიკური ცნებები მარტივად და ბუნებრივად გაიგოს.
საგანზე ქართული ენა, მუშაობა ხდება ქართული ბგერების, მარცვლების, სიტყვების, წინადადებებისა და ასოების საწყის გაცნობაზე. ბავშვები სწავლობენ სიტყვის მოსმენას, ბგერის გარჩევას, მარცვლებად დაყოფას, ასოს ამოცნობას და მარტივი ენობრივი დავალებების შესრულებას.
წიგნიერებისა და ზოგადი განათლების საგანზე ბავშვები მუშაობენ მოსმენილი ტექსტის გაგებაზე, სურათისა და ტექსტის დაკავშირებაზე და მარტივ თემებზე საუბარზე. ამ მიმართულებით ბავშვები ეჩვევიან ტექსტის მოსმენას, კითხვებზე პასუხს, ამბის თანმიმდევრობის გაგებას და სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებას.
სკოლის დაწყებამდე იდეალური სტარტია ბავშვის აკადემიური და ემოციური მზადყოფნისთვის!
ჩვენთან ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და ერთობიან მეგობრულ, უსაფრთხო და პროფესიონალურ გარემოში!
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ან გვესტუმრეთ!
☎ ტელეფონი: (+995) 591 42-11-00
📌 თბილისი, პეკინის გამზ. 36
შეიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ტანტრუმის დროს და გაუზიარეთ ის ოჯახის ყველა წევრს.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ ბავშვს საკვების დაფასება
ასწავლეთ ბავშვს, დააფასოს საკვები და მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც ის მოამზადა.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო