kids.ge logo

სოკო

ფავორიტებში დამატება
გვალვინი თვე დადგა,
ტყეში სიცხემ იმატა.
დედა სოკომ საშველად
ზეცას თხოვნით მიმართა:

,,ჩვენ არ ვიცით ღრუბლებმა
რომელ მხარეს იმგზავრეს,
მოაბრუნე ჩვენსკენ და
წვიმა გამოგვიგზავნე.

თორემ ხახა გაგვიშრა
და დაგვიჭკნა ტანია,
ჩვენ, სოკოებს უწყლობა
ვეღარ აგვიტანია".

მალე ღრუბლის სამეფოს
ქარმა მიკაკუნა....
ზეცამ თხოვნა ისმინა,
ჩამოუშვა შხაპუნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხათხა შეჩვევია ვენახსა დაიარება მარტოკა, ნუთუ ვერავინ გამოჩნდა ვაზის ტკივილი - ნახოსა. იქნებ გამოჩნდეს პატრ...კავკასიის კალთებზეკავკასიის ცივ კალთებზე, შეფენილან მთები; მოჩუხჩუხე ნაკადულებს, დაუფარავთ გზები. მტკვარს და რიონს გადაჰყურ...მელიას გასაჭირიმელა გაბმულა მახეში და კუდი მოუყოლია, საგონებელში ჩავარდა სწუხს, რომ მას აღარ შველიან. მელა სიმწრისგან მო...მერცხალისულ ჩემს თვალწინ გაიზარდე, ამ ჩვენს სახლში გქონდა ბინა, მინდა ხელით მოგეფერო, ნეტავ, რაღამ შეგაშინა. ვიცი...ლომინადირთა მეფე ბრძანდები, გემორჩილება ტყე-ველი, ამ გალიაში ვინ ჩაგსვა, ვინ იყო შენი მძლეველი?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026