kids.ge logo

ობოლი

ფავორიტებში დამატება
დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახველი აქვს თვალები.

ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა…

ღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვისა კერასა,
დედის სახელსაც ვერ ვამხელ,
ვაი ჩემს ბედისწერასა!..

დედას ვეძახი - “მამასა”,
ვეძახი მამას - “პაპასა”;
არც ერთი პასუხს არ მაძლევს
და იმან გამაკაპასა.

ოჰ, რა ძნელია ობლობა
და უძნელესი - გერობა!
დედინაცვალის დედობა,
მისი მოყვრული მტერობა!!.

დედის რძე თაფლი ყოფილა
და დედინაცვლის - ნაღველა:
დავლიე - ყელზე დამადგა,
ძირმწარედ წამომახველა!..

სევ დედის რძის ჭირიმე,
ძუძუებს ვენაცვალები!
ოცნებით მაინც შევეტკბო,
სიცხადით განაწყალები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026