kids.ge logo

ჩემი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი...
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!

ჩემი ეკალი სხვებისთვის
ა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -
სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026