kids.ge logo

გლეხის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ბა, შავხედნოთ ქვეყანას:
ძირს ვაკე, მაღლა მთებია;
ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,
კლდედ მივალი გზებია.
რამდენჯერ დავფიქრებულვარ,
გულშიაც ცეცხლი მთებია;
სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,
მარტო ეს მიფიქრებია:
ღმერთი რო კაცსა გაჩენს,
თანვე დაწერს ბედსაო,
ზოგს მისცემს ბატონობასა,
სხვას-კი დაუხრის ქედსაო.
ვენაცვლე უფლის სახელსა,
ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:
ღმერთმა დამბადა მუშადა,
მან მიკურთხა მარჯვენა,
უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო
და გამოვკვებო ქვეყანა.

ლალის ოფლით ნაშონსა
ლუკმას ვსჭამ გემრილადა:
ვიცი, რომ ჩემი შრომაა,
ჯაფით მოსული ხელადა;
დარალულს ქვა რომ მაჭამიო,
მომეჩვენება ქადადა.
ბედნირი ვარ, ოღომც-კი
ქვეყანამ მიცნოს კაცადა.
კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,
ვაჟკაცი ნამუსინი;
ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,
სახნავი სასუქინი;
ზღვადა დგა ჩემი ყანები,
ყანები თავთუხინი;
საქერეს ქერი მითესავ,
ქერია ჩარათინი,
სავსე კოდები მიდგი
ყველიან-კარაქიანი.
ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,
მარჯვენა ბარაქინი!

ფალს აუნთებ სანთელსა,
გლეხურად შევეხვეწები;
ცის, გლეხი ვარ, შემინდობს,
თუნდაც დავაკლო წესები.
ვერთგულობ მამა-პაპასა,
მათში მიდგა ფესვები.
სუყველა თავისი მაქვის,
სხვებისას არას ვეხები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026