kids.ge logo

დიდი თამარი

ფავორიტებში დამატება
ქა−ლო, ქართ−ველ−თა სუ−ლის დგმავ,
ქა−ლო, ქართ−ველ−თა დე−და−ო!
ტყუ−ი−ლად ვამ−ბობთ შენს სიკვ−დილს,
თა−მარს ცო−ცხალ−სა გხე−და−ო.
რუსთ−ვე−ლის ქე−ბას ჩვე−უ−ლო,
მეც ქე−ბას გა−გი−ბე−და−ო.
როს ვგრძნობ, ი−მი−სებრ ვერ ვმღე−რი,
რად არ ვჩუმ−დე−ბი ნე−ტა−ო?!
არ მო−გე−წო−ნოს, იქ−ნე−ბა,
სთქვა: “რისთ−ვის ი−თავ−ხე−და−ო,
მო−ნად აღზრ−დილ−მა მო−ლექ−სემ
სა−ლა−მი გამიბედაო?!”
შენ თვალთ სხი−ვებ−მა ა−მაგზ−ნო,
და−მათ−რო, ა−მაყ−ბე−და−ო.
სა−უნ−ჯევ სათ−ნო−ე−ბი−სა,
ჩე−მიც მი−ი−ღე ქე−ბა−ო,
ვინ−მე სა−წყა−ლის ფშავ−ლი−სა!
ცრემ−ლი ა−ღა−რა მშრე−ბა−ო.
თა−მა−რის სა−ლო−ცავ−ში−ა
მოს−ჩანს ფშავ−ლე−ბის კრე−ბა−ო,
შენთ−ვის მსხვერპ−ლი−სა შე−წირ−ვით
ქალ-ვაჟი ვე−რა ძღე−ბა−ო,
შენთ−ვის დაკ−ლუ−ლის ცხვარ-ძროხის
დი−დი ჩახ−ტე−ბი დგე−ბა−ო.
გულ−ში გვინ−თი−ხარ ლამპ−რა−და,
ნა−თობს და ა−რა ჰქრე−ბა−ო.
შენს და შო−თა−ის მარჯ−ვე−ნას
ვემ−თხვი−ე ზედი-ზედაო.
შე−ნა ხარ ე−რის სი−ცო−ცხლე,
თა−ვი არ მო−მიკვ−დე−ბა−ო!
მო−წყა−ლედ გვექ−მენ ქართ−ველ−თა,
ჩვე−ნო ლა−მა−ზო დე−და−ო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...საახალწლოდთქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რა...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026