kids.ge logo

გიორგი სააკაძის სურათზედ

ფავორიტებში დამატება
ცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ
მერე სახე მე მეხატება
შენი ქვეყნისა - საქართველოსი…
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?!
ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება…
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026