kids.ge logo

ვარსკვლავი

ფავორიტებში დამატება
უ−ცხო დაბრ−წყინ−და ვარსკვ−ლა−ვი,
კლდის თავ−ზედ დამც−ქე−რა−ლი−ა,
კლდის ეხ−ში ჰკოც−ნის ბა−ტა−რას
სხივ−მო−ფე−ნი−ლი ქა−ლი−ა.

გა−ჩუ−მე−ბუ−ლა სამ−ყა−რო,
შა−ყე−ნე−ბუ−ლა წყა−ლი−ა,
ბუ−ნე−ბის არს−თა ყვე−ლა−თა
კლდი−სა−კე ჰრჩე−ბათ თვა−ლი−ა.

გა−და−ხა−ლის−და ქვე−ყა−ნა,
უ−ცხო რამ იგრძ−ნო ძა−ლი−ა.
„არ წავს−წყმდე−ბი−ო, არაო”, -
ბუ−ნე−ბამ დაჰკ−რა ზა−რი−ა.

შა−ვეთ−ში გა−დაგ−დე−ბუ−ლი
ად−გო−მას ჰბე−დავს მკვდა−რი−ა,
მა−ცხოვ−რის შო−ბა შა−ი−ტყო,
შა−ვე−თის ტყდე−ბა კა−რი−ა.

გა−ხა−რე−ბულ−მა ზე−ცა−მა
უხ−ვად და−ყა−რა ცვა−რი−ა,
ტყდე−ბა მო−ნე−ბის ბორ−კი−ლი,
ეშ−მაკს და−უდ−გეს თვა−ლი−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026