kids.ge logo

ჩვილი

ფავორიტებში დამატება
მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნარისა მის ხმის,
დეს იგი ენითა სასუფევლის
ლერსებს წიაღთა თავის მშობლის!

მის სოფელი უზრუნველობით შენობს;
გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;
ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;
ყოველსავე შეპოვრად მჭვრეტელობს.

რა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;
გი თავის სანუკველითა შობით
მუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.

ტიკტიკე ენითა უსუსურის,
ტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითაროს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხარ მაისის დღესა, მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა და მათი მ...მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანომადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ...ფიქრნი მტკვრის პირასწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად; აქ ლბილს მდელოზ...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026