kids.ge logo

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ფავორიტებში დამატება
Его стихов пленительная сладостъ
Пройдет веков завистливую далъ.
პუშკინი.

მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება;
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
მედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;
ხან ბუჩქებში მიმალული
ჰზის მარტო, ვით იდონი,
შეჰყეფს სატრფოს გულსაკვდავად,
ტრფობის ისრით განაწონი;
ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს
დაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ-ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი;
ხან დაჰყურებს ნაღვლინად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...უსულდგმულო ცხოვრებაუსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა — რასაც ბოლო ჰქონია! ცხოვრებას აცისკროვნებს სულ...სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026