kids.ge logo

შავნი შაშვნი

ფავორიტებში დამატება
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -
გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -
ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, -
შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...შევკრთი, როს ვნახეშევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე, სად ვარდი შლილა და შვენის არე, სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ. დავბ...ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026