kids.ge logo

ტყის ზეიმი

ფავორიტებში დამატება

ტყის ბინადართ გადაწყვიტეს, 
ერთად შეხვდნენ ახალ წელს;
დიდი ნაძვი შეარჩიეს,
მორთეს, სუფრაც გაწყვეს;
ყველა ერთად შემოუსხდა,
საახალწლო მაგიდას,
ყველაფერი უხვადა აქვთ, 
თქვი ოღონდაც რა გინდა.
დრუნჩამ ცეკვა გაჩაღა,
დაძუნძულებს ბურდღუნა, 
ბაჭია კი ისე დახტის,
ლამის ფეხმა უმტყუნა.
ზღარბი დინჯად გადახედავს
ამ ონავარ ყნაწვილებს,
მერე თვითონ ხელმძღვანელობს,
საცეკვაოდ აწყვილებს.
მოილხინეს საახალწლოდ-
გული კარგად იჯერეს,
მერე სახლებში წავიდნენ
დედიკოს დაჯერეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებო მართაბუხართან ზის ბებო მართა, მის ფეხებთან ფისუნია კნავის, ენატრება შვილიშვილი და ქალაქში ჩააკითხოს ლამის. აქ ...მზრუნველი ნუცადღეს პირველად მიჰყავთ ნუცა დილით ადრე სკოლაში, ჩაალაგა რვეულები, ჩანთა ზურგზე მოიგდო, მერე ბებოს მიუბრუნდ...მსუნაგი დათუნიაამ პატარა დათუნიამ მიიტანა თათი დრუნჩთან, გაღვიძებულს უთენია თაფლით სავსე ლოყა უჩანს. ვერ ტიკტიკებს, ვერც...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...ნინია და ფინიაგაუმართლა მურიკელას, ჩვენ კუდგეძელა ფინიას, გარეთ თოვლში სასეირნოდ გაიყვანა ნინიამ. მერე ერთად იხტუნავეს,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026