kids.ge logo

„მკურნალები“

ფავორიტებში დამატება

მე და ჩემი ძამიკო
როცა ვსტუმრობთ ბებიას,-
ბაბუს ასე გასძახებს:
ქიმები გვეწვია!
სიც უცებ მხარს უბამს,
მკურნალები მოვიდნენ?
ბა, კარგად გავხდებით,
მაშინ აღარ მოვიწყენთ!
მერე დიდხანს ვხალისობთ
ბავშვები და დიდები,
ვაშოშმინებთ დედიკოს,-
არ ვართ გადაღლილები.
ბებო გახარებული
ირგვლივ ყველას არწმუნებს:
თავი უკვე არ მტკივა,
წნევაც კი არ მაწუხებს.
ბაბუს აღარ სჭირდება
ვალიდოლი გულისთვის,-
ამბობს: აღარც კი მახსოვს
ჩემი რადიკულიტი.
ბოლოს მათი ნათქვამი
ლამის ჩვენც დავიჯერეთ,-
სე თუ გავაგრძელებთ,
დავავიწყებთ სიბერეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...მამიკოს ბიჭიდილიაადრიან დედიკო ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს. ამასობაში, ვვარჯიშობ, მკლავებზე კუნთებს ვისინჯავ. მჯერა, რო...ჩვენი ქვეყნის ბუნებასაქართველოს ბუნება საოცარი განძია. მთებზე ჯიხვი ბინადრობს, ტყეში,- მურა დათვია. ბალახზე რომ მოცოცავს,- ეს...საქანელაქარზე სწრაფად, განა ნელა დაჰქრის ჩემი საქანელი. თმები ქარში მიფრიალებს, კიდევ დიდხანს ვიქრიალებ. ფეხს ჯიუ...მარის ჯამბაზებიდაბადების დღეზე დედამ სიურპრიზი გამიკეთა, საჩუქარიც ამას ჰქვია- ჯამბაზები მოიწვია. სახედახატულები და შარვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026