kids.ge logo

ფისუნია კატა!

ფავორიტებში დამატება

ფისუნია კატა,
მე შენს პორტრეტს ვხატავ;
თხოვ, ნუ იცვლი პოზას,
აზრებს ნუ მიფანტავ.

თვალები და პირი,
ცხვირი და ყურები;
ეს თათები... ფისო,
საით იყურები?

ვიშ! რა ლამაზი ხარ!
ი, შენი სახე;
რა საყვარლად ზიხარ,
მოდი, ერთი ნახე!

მინდა, გნახოს ყველამ,
დავუძახებ ბაშვებს.
მიგიხატავ მაგ კუდს,
მერე მაგ ულვაშებს.

ჩავალაგებ წიგნებს,
თახს ცოცხით დავგვი:
თორემ, ბებომ მითხრა, -
გაჩნდებაო თაგვი.

რომ არ გავაბრაზოთ,
ჩვენი ბებო იზო,
სისუფთავე გვმართებს,
ხომ გაიგე, ფისო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა შეყვარებულიმე ერთ გოგოს მოვწონვარ, ლამაზია საოცრად. გუშინ ბაღში რომ შევხვდი, ვაკოცე და მაკოცა. ჩვენ სულ ერთად ვთამაშ...აღდგომის დღესამყაროში სასწაული მოხდა; ძე გაცოცხლდა და სიკვდილი მოკვდა! გავიხაროთ ღვთის აღდგომა მკვდრეთით;! ძმებს ვახა...ეს რა მამა მყოლია!ეს რა მამა მყოლია, (ლექსად მაქვს მოსაყოლი) დღეს, მამიკომ ფეხბურთში, გაიტანა ცხრა გოლი. მხოლოდ ბურთის გატა...ფისობებო, რატომ გააგდე, ჩემი ფისო გარეთ? სახლში უნდა, არ გესმის, როგორ კნავის მწარედ? ფანჯარასთან მოსულა, შინ...ბებოს დალოცვაბებოს ბიჭო, მათე, წელში გაიმართე; და ეგ შენი ავტო, წესის დაცვით მართე. სულ მწვანეზე გევლოს, ბებო შემოგევლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026