kids.ge logo

ჩემი ცელქი ფისო

ფავორიტებში დამატება

ჩემს პატარა ფისოსა,
ვერვინ სჯობნის ჭამაში;
ჭამით როცა გაძღება,
ჩემთან უყვარს თამაში.

ფისო, ისე ცელქია,
მაგიდაზეც კი ხტება;
და მის გამო ხან ჭიქა,
ხან კი, თეფში გვიტყდება.

,,რა უზრდელი ფისოა",-
,,მართლაც, უსინდისოა",-
ჯავრდება ბებიკო,
ჯავრდება დედიკო.

მე კი, მებრალება და
ვეფერები თავზედა,
მკერდში თბილად ვიხუტებ,
ის, თავს მადებს მკლავზედა;

თვალებს ხუჭავს, იძინებს,
ძილში ხედავს სიზმარსო.
ხომ ცელქია ფისუნა,
მაინც ძაან მიყვარსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვი და კატა- გირჩევნია ცელქო ციყვო, მომერიდო იყო ფრთხილი. - რა საქმე მაქვს შენთან ფისო, მე რაც მინდა არის თხილი....ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...მამალიიცით მამალი რას გვაძლევს? რას და ხორცსა და ბუნდღასო, დილით ყივილით გვაღვიძებს და ქათმებს მცველად უდგასო....რექსიგარეთ უნდა რექსის, მაგრამ სცივა ვატყობ. ვეფერები თავზე და ალერსით ვათბობ: - ნუ კანკალებ, რექსი, შეგიკერავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026