kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
ველში ია ამოვიდა,
მიხედა, მოხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.

ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
ის გულზე დაეპკურა.

გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.

კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.

და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026