kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
ა−დე, პი−რი და−ი−ბა−ნე,
გა−მო−ფხიზლ−დი, ჩე−მო თი−ნა!
რა−ხა−ნი−ა ცელქ−მა სი−ომ
ვე−ნა−ხე−ბი და−ირ−ბი−ნა.
ვა−ზებს ჩხე−ბი შე−ურ−ხი−ა
ი−სე, რომ არ შე−ა−ში−ნა;
ქარვა-მტევნებს გა−დაჰ−კოც−ნა,
რთვე−ლი−ა−ო, აგრძ−ნო−ბი−ნა.
დღეს ჩვენც მისთ−ვის ვემზა−დებით
გოდ−რე−ბით და კა−ლა−თი−თა,
რად−გან მე−ტი სიმ−წი−ფის−გან
ზედ ად−ნე−ბა ვა−ზებს თი−თა.
ა−დე, გას−წი ვე−ნა−ხის−კენ,
დე−დის გუ−ლის ბა−რა−ქა−ლა,
იქ მი−გე−ლის ბუ−დე−შუ−რი,
მარც−ვა−ლა და ხა−რისთ−ვა−ლა.
შე−ნე−ბუ−რად და−ფა−ცურ−დი,
დატ−რი−ალ−დი, და−ირ−ბი−ნე,
ვა−ზებს რთვე−ლი მი−უ−ლო−ცე,
ა−კო−ცე და ა−კოც−ნი−ნე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...
ნახატის ავტორი:
ნინო (9 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026