kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
დე, პირი დაბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!
რახანია ცელქმა სიომ
ვენახები დაირბინა.
ვაზებს ჩხები შეურხი
სე, რომ არ შეშინა;
ქარვა-მტევნებს გადაჰკოცნა,
რთველიო, აგრძნობინა.
დღეს ჩვენც მისთვის ვემზადებით
გოდრებით და კალათითა,
რადგან მეტი სიმწიფისგან
ზედ ადნება ვაზებს თითა.
დე, გასწი ვენახისკენ,
დედის გულის ბარაქალა,
იქ მიგელის ბუდეშური,
მარცვალა და ხარისთვალა.
შენებურად დაფაცურდი,
დატრიალდი, დაირბინე,
ვაზებს რთველი მილოცე,
კოცე და აკოცნინე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...
„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „რთველი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026