kids.ge logo

რეზიკო და სანდრიკო

ფავორიტებში დამატება

რეზიკო და სანდრიკო
ტყუპი ძმები არიან,
სათამაშოდ ეზოში
ერთად მიხარიათ.

ერთნარად იცვამენ,
ერთნარად დადიან’
ვერაფრით ვერ გაარჩევ,
თუ ვინ უფრო მარდია.

ძალზე მოუსვენრები,
ძალზე, ძალზე ცქვიტები,
ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს
გაწრიპული ბიჭები.

გაკვეთილზეც ცქმუტავენ,
წუთით ვერ ჩერდებიან,
მაგრამ გამოკითხვისას
სხაპასხუპით ყვებიან.

ერთად მტკიცედ არიან,
ვერაფერი აშინებთ,
ყველა კითხვას ერთ-ერთი
პასუხებს მაშინვე.

ჯერ ნორჩები არიან,
თამაშობით გართული,
უკვე უყვართ სამშობლო,
ჩვენი ენა ქართული.

ნამდვილ მამულიშვილთა
შემართება ექნებათ,
ლომის ორი ბოკვერი
საქართველოს ეზრდება.

ხვალინდელ დღის იმედად
და მომავლის საყრდენად,
წარმატება ვუსურვოთ
და სურვილთა ახდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...ჩემი დაიკოდედიკომ და მამიკომ მომიყვანეს დაიკო, დავხედე და გავვოცდი, მკლავის სიგრძეც არ იყო. არაფერი არ იცის, ჯერ არ...მომავალი მწვრთნელებიდელფინების ანტრაქციონს აღტაცებით უმზერს მარი, ამ ჭკვიანი ცხოველების შოუ, საოცარი არი. როგორ მწყობრად დაცუ...* * *გაზარმაცდა ჩვენი ფისო, აღარ იჭერს თაგვს, უთაგვობას ვუმადლოდეთ, უნდა ყურშა ძაღლს. ფისო, ცოტა გამოცოცხლდი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026