kids.ge logo

მეგობრობა

ფავორიტებში დამატება

უ−სა−თუ−ოდ ი−პო−ვის, ვინც მე−გო−ბარს ე−ძებს!
კა−ცი, ჩი−ტი, ხე, ცხო−ვე−ლი, უ−მე−გობ−როდ ვერ ძლებს!
მა−გი−და რომ მა−გი−დაა, ვინ ი−პო−ვა? - სკა−მი!
ზღვა−საც მე−გობ−რე−ბი უყ−ვარს - დელ−ფი−ნი და ქა−რი!
ა−ი, თეფ−შის მე−გო−ბა−რი - ჩან−გა−ლი და და−ნა!
ა−ი, მი−წის მე−გო−ბა−რი - ბა−ღი, სახ−ლი, ყა−ნა!
ა−ი, ღრუბ−ლის მე−გო−ბა−რი - მზე, ვარსკვ−ლა−ვი, მთვა−რე,
ძი−ლის მე−გო−ბა−რი ა−რის - ვინც მი−ლუ−ლავს თვა−ლებს!
ა−ი, ტახ−ტის მე−გო−ბა−რი - ბა−ლი−ში და პლე−დი,
მულტ−ფილ−მე−ბის მე−გობ−რი ? ჰო, დის−ნე−ი−ლენ−დი!
ე−სეც ჩან−თის მე−გო−ბა−რი - რვე−უ−ლი და წიგ−ნი,
ეს ჯამ−ბა−ზის მე−გო−ბა−რი - სი−ცი−ლი და ცირ−კი!
და ტრანს−პორ−ტის მე−გო−ბა−რი? - ბენ−ზი−ნი და მგზავ−რი.
მუ−ზე−უ−მის მე−გო−ბა−რი? - ჩონ−ჩხი დი−ნო−ზავ−რის!
ა−ი, პუ−რის მე−გო−ბა−რი - კა−რა−ქი და თაფ−ლი,
შე−მოდ−გო−მის მე−გო−ბა−რი? - ყურ−ძე−ნი და წაბ−ლი!
ა−ი, პალ−ტოს მე−გო−ბა−რი - ღი−ლი, კაშ−ნე, ქუ−დი.
საჩუქა−რის მე−გო−ბა−რი - მო−ხა−ტუ−ლი ყუ−თი.
სა−თა−მა−შოს მე−გო−ბა−რი - ყვე−ლა ბავშ−ვი ერ−თად,
ბა−ლა−ხე−ბი მე−გობ−რო−ბენ სო−კოს−თან და ტყეს−თან.
ეს მდინა−რის მე−გობ−რე−ბი - ხე−ე−ბი და მთე−ბი,
და ამ ლექსს რომ ბო−ლო არ აქვს,
მგო−ნი უკ−ვე ვხვდე−ბით.
რამ−დე−ნი რამ ჩა−მოვთ−ვა−ლე და რამ−დე−ნიც არ ვთქვი,
და−გი−ტო−ვებთ მე ამ ლექს−ში თა−ვი−სუ−ფალ ად−გილს.
გა−და−ავ−ლეთ თვა−ლი ირგვ−ლივ ყვე−ლაფერს და ი−ტყვით,
უ−მე−გობ−როდ ა−რა−ფე−რი „რსებობს“, ერ−თი სი−ტყვით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...მზე ამოვა დილითჩიტი ბუდეს აშენებს, ბუდე ჩვენს ბაღს ამშვენებს. დაზრდის ჩიტი ბარტყებს, დედა გაზრდის ბავშვებს. მამა დარგავს...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026